როდის და ვინ ააშენა მშრალი ხიდი? | Allnews.Ge

როდის და ვინ ააშენა მშრალი ხიდი?

საინტერესოა, თვალი გადავავლოთ თუ როგორ აშენდა მშრალი ხიდი.

რუსეთის იმპერიამ ამ ხიდის ასაშენებლად იმხანად პოპულარული არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი (მისი ხელმძღვანელობით აშენდა ოპერის ძველი შენობა 1847-1851 წლებში) გამოიძახა. ისიც დიდი პასუხისმგებლობით შეუდგა საქმეს. მისი პროექტი, რომლის მიხედვითაც, ხიდის გარშემო სასტუმროებიც უნდა ყოფილიყო, შეიძლება ითქვას, უნიკალური აღმოჩნდა ევროპაში, მაგრამ, სამწუხაროდ, არქიტექტორს არ დასცალდა - მაშინ, როდესაც სამუშაო თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი, ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობაზე ხარაჩოებიდან ჩამოვარდა და დაიღუპა.

drybridge-1638424210.jpg

რუსეთის იმპერიამ ხიდის დასასრულებლად ნიჭიერი ინჟინერი ს. ბლიკსი მოიწვია. მან სამუშაოს ალღო კარგად აუღო და ხიდის თაღები მშვენიერი თლილი ქვით "შემოსა". აი, ასე იყო XX ს.-ის 30-იან წლებამდე - მშვენიერი მშრალი ხიდი და მდინარე მტკვარი ამ ხიდის ქვეშ, სადაც მეტივეები ტივებსაც აყენებდნენ.

1933 წელს საბჭოთა იმპერიამ სანაპიროს განაშენიანების გეგმა შეცვალა - მშრალ ხიდს ტოტი "გამოაცალეს" და დედამტკვარს შეუერთეს, რის შემდეგაც ხიდის ქვეშ მტკვრის ნაცვლად ქალაქის მაგისტრალი "მიედინება", თუმცაღა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამაც კი იგრძნო ამ ხიდის მნიშვნელობა და ხელუხლებლად დატოვა.

251263755-0-310-3072-2048-1920x0-80-0-0-de22be45581d371df5c1d0113bfba5bf-1638424224.jpg

1962 წელს "მშრალი ხიდი" ქართველმა არქიტექტორებმა განაახლეს და გაალამაზეს. მას შემდეგ ხიდზე სამუშაოები მხოლოდ ჩვენს ეპოქაში, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარდა.

myquiz