"პირამიდები მონებმა ააშენეს", "სპარტაში სუსტ ბავშვებს კლავდნენ"- მითები, რომლებიც ყველას გვსმენია, თუმცა სიცრუე აღმოჩნდა | Allnews.Ge

"პირამიდები მონებმა ააშენეს", "სპარტაში სუსტ ბავშვებს კლავდნენ"- მითები, რომლებიც ყველას გვსმენია, თუმცა სიცრუე აღმოჩნდა

სიმართლის ეფექტის ილუზიის (ანუ მოჩვენებითი სიმართლის ეფექტი - გახლავთ ტენდენცია, გჯეროდეს რომ ინფორმაცია რომელსაც ბევრჯერ იმეორებენ სიმართლეა) წყალობით, ჩვენც ხშირად ჩვენდაუნებურად სიცრუის მორევში ვეშვებით, გამონაკლისს რაღა თქმა უნდა, არც მსოფლიო ისტორია წარმოადგენს. ბევრი ფაქტი, რასაც სკოლაში ისტორიის გაკვეთილზე გვიყვებოდნენ, უბრალოდ სიცრუე აღმოჩნდა.

მითი: არქიმედემ თავისი ცნობილი კანონი აბაზანაში წოლისას აღმოაჩინა.

2021061222493286669-1628592381.png

სიმართლე: რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეეფერება, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ძველი ბერძენი მეცნიერის ცნობილი კანონის აღმოჩენა სწორედ წყლის პროცედურებით ყოფილიყო ინსპირირებული.

მითი: მენდელეევმა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა სიზმარში ნახა.

periodicheskaya-sistema-mendeleeva-himicheskie-elementi-periodicheskoj-sistemi-5-1628592439.jpg

სიმართლე: მეცნიერმა სიზმართან დაკავშირებული მთელი ეს ისტორია თავადვე უარყო და განაცხადა: "მე ამაზე ალბათ, ოცი წლის განმავლობაში ვფიქრობდი, თქვენ კი, გგონიათ: იჯდა და უცებ... ყველაფერი მზად არის". სიზმართან დაკავშირებული ამბავი მისმა მეგობარმა ალექსანდრე ინოსტრანცევმა არც მეტი, არც ნაკლები საკუთარი სტუდენტების გასართობად მოიგონა.

მითი: პირამიდები მონებმა ააშენეს.

2021061222425186669-1628592507.png

სიმართლე: არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ პირამიდები ააშენეს არა მონებმა ან ებრაელებმა, არამედ თავისუფალმა მუშებმა, რომლებიც მშენებლობის სფეროში თავისი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ.

მითი: მეკობრეები მხოლოდ კაცები იყვნენ.

4122912-1628592672.jpg

სიმართლე: რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, საგანძურის საძიებლად ზღვისა და ოკეანის ტალღებში გაჭრილ მამაკაცებს, ქალი - მეკობრეებიც არანაკლებ კონკურენციას უწევდნენ და მათ სისასტიკეში არანაირად არ ჩამორჩებოდნენ.

მითი: ჯეიმს კუკი აბორიგენებმა შეჭამეს.

2021061222304886669-1628592716.png

სიმართლე: გავრელებული ჭორების თანახმად, კუკის გარდაცვალების მიზეზად ბრიტანელების მიერ რამდენიმე ჰავაიელის მკვლელობა და, ზოგადად, კუკის უცნაური საქციელი იქცა. ამ ყველაფერმა კი აბორიგენებს სამხედრო მოქმედებების დაწყებისკენ უბიძგა. კუკი სავარაუდოდ, კეფაში შუბის დარტყმით მოკლეს, და ის არავის შეუჭამია.

მითი: გლადიატორები ერთმანეთს ყოველთვის სიცოცხლეს ასალმებდნენ.

bulpdttu64n4yygkfctbta3yym-1628592814.jpg

სიმართლე: ყველაზე გამოცდილი და კვალიფიციური მეომრები ძალიან ძვირად ფასობდნენ, და ბევრმა მათგანმა ძალიან დიდხანს იცოცხლა. ნაშთების ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი იყვნენ გლადიატორები, რომლებიც ასზე მეტ ბრძოლაში მონაწილეობდნენ და 25-30 წელს იცოცხლეს, რაც რომის იმპერიაში იმ დროისთვის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას შეესაბამებოდა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz