10 ისტორიული ფაქტი, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა- ისტორიები, რომელბიც ხშირად მოგვისმენია და წაგვიკითხავს | Allnews.Ge

10 ისტორიული ფაქტი, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა- ისტორიები, რომელბიც ხშირად მოგვისმენია და წაგვიკითხავს

ფილმებში და მხატვრულ ლიტერატურაში, ბევრი ისტორიული ფაქტი შელამაზებულად არის წარმოდგენილი ან დამახინჯებულია. თუმცა, არის ისეთი ფაქტები, რომლებიც ძველ წყაროებშია დაფიქსირებული, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება. საქმე იმაშია, რომ ყველა მეფეს საკუთარი ჟამთაღმწერი ჰყავდა და სწორედ ის წყვეტდა, რა ინფორმაცია უნდა მოხვედრილიყო მომავალი თაობებისთვის განკუთვნილ წიგნში. არც ისე იშვიათად, უკვე არსებული ისტორიული წყაროების გადაწერა და რაღაც ფაქტების "ჩასწორებაც" ხდებოდა.

აქ 10 ისტორიულ "ფაქტს" წარმოგიდგენთ, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა და რომლისაც ბავშვობიდან გვჯეროდა.

ბერძნებმა ქალაქის აღება "ტროას ცხენით" შეძლეს

მართალია, ბერძნების მიზანი ტროას აღება იყო, მაგრამ არანაირი "ძღვენი" არ ყოფილა. სინამდვილეში, ბერძნებმა ალყის მექანიზმი შექმნეს, რომელიც ცოტათი ცხენს წააგავდა. სწორედ ამ მექანიზმით შეძლეს მათ ქალაქის აღება. ამ ვერსიის მტკიცებულებად, შეგვიძლია ძველი ბერძენი მოგზაურის და გეოგრაფის პავსანის (II ს.) წიგნი – "ელადის აღწერა" მოვიყვანოთ, რომელიც ანტიკური საბერძნეთის ერთგვარი გზამკვლევი იყო. "ხის კონსტრუქცია რეალურაფდ არსებობდა, მაგრამ ეს საჩუქარი კი არა, ტარანი (სანგრევი იარაღი) იყო, რომელიც ტროელებმა ბერძნებს "წაართვეს" და ქალაქში შეიტანეს. სწორედ მასში იყვნენ დამალულები ბერძენი მეომრები და ისინი ქალაქის დამცველებმა არეულობაში ვერ შენიშნეს." – წერს ავტორი.   ფერნანდო მაგელანი იყო პირველი მოგზაური, რომელმაც დედამიწას შემოუარა ნუნიეს დე ბალბოამ წყნარი ოკეანე ("სამხრეთის ზღვასთან") 1513 წ. სან-მიგელის ყურესთან (პანამა) მდებარე მთიდან დაინახა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მაგელანმა მოლუკის კუნძულებზე ზღვით მისვლის გეგმა შეიმუშავა. მისი აზრით, ბრაზილიის ქვემოთ, სრუტე უნდა ყოფილიყო, რომელიც ატლანტის ოკეანეს "სამხრეთის ზღვასთან" აკავშირებდა. მან თავის გეგმის განხორციელების შესაძლებლობაში ესპსნეთის მეფის კარიც დაარწმუნა და 1519 წ. 20 სექტემბერს, 5 გემით და 265 მეზღვაურით, ზღვაში გავიდა. ამერიკამდე სწრაფად მივიდნენ, მაგრამ ოკეანეს შორის გასასვლელის მოძებნა ადვილი არ იყო. ბოლოს, აღმოაჩინეს სრუტე, რომელიც ძალიან ვიწრო და კლდოვანი აღმოჩნდა. ამასთან, გამუდმებით ძლიერი ქარი უბერავდა. სრუტის მეორე მხარეს, მხოლოდ ორი გემი გავიდა: "ვიქტორია" და "ტრინიდადი".

გემებმა წყნარი ოკეანე გადალახეს და აზიის აღმ. სანაპიროს მიადგნენ. ფერნანდო მაგელანი ფილიპინებზე ადგილობრივ ტომებს შორი ომში ჩაება და სასიკვდილოდ დაიჭრა. ხოლო, ესპანელები სამშობლოში, 1522 წ. სექტემბერს, 1 გენით და 18 კაციანი ეკიპაჟით დაბრუნდნენ, რომლის კაპიტანი ხუან სებასტიან ელკანო იყო, კაცი, რომელმაც დედამიწას რეალურად შემოუარა.

ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა ტრადიციულად, ამერიკის აღმომჩენად, ქრისტეფორე კოლუმბი ითვლება და ეს 1492 წელს მოხდა, როდესაც ის თავისი ეკიპაჟით ამერიკის სანაპიროს მიადგა. მაგრამ, კოლუმბი პირველი ადამიანი არ აღმ. ნახევარსფეროდან, ვინც "ახალი სამყარო" იხილა... ევროპელებიდან პირველი, ვინც ჩრდ. ამერიკის მიწაზე ფეხი დაადგა, სკანდინავიელი მეზღვაური ლეიფ ერიქსონი (970-1020) იყო და ეს, დაახლოებით, 1000 წ. მოხდა. ის დასავლეთით 35 კაციანი ეკიპაჟით გაემგზავრა...

ალექსანდრე მაკედონელის იმპერია ყველაზე დიდი იყო ძველ მსოფლიოში

დიახ, ალ. მაკედონელმა დიდი იმპერია შექმნა და სწორედ მას თვლიან ყველაზე დიდ მხედართმთავრად კაცობრიობის ისტორიაში. მაგრამ, რეალურად, ყველაზე დიდი იმპერია ძველ მსოფლიოში მონღოლებმა შექმნეს.   XII-XIV საუკუნეებში მონღოლებმა ცენტრალური აზია, ჩინეთი, კორეა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპა დაიპყრეს. დაპყრობითი ომების წარმოება ჩინგიზ-ყაენმა 1206 წ. დაიწყო და 21 წელში მონღოლთა დიდი იმპერია შექმნა. ხოლო, ალ. მაკედონელის მიერ შექმნილ იმპერიაში, მხოლოდ ეგვიპტე, სპარსეთი და ინდოეთის ნაწილი შედიოდა.

გლადიატორები – მონები იყვნენ წიგნებში და ფილმებში გლადიატორები ყოველთვის მონების სახით არიან წარმოდგენილები, რომლებიც ერთმანეთთან ბრძოლით, მაყურებლის გართობა ევალებოდათ. თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარად იყო: თავდაპირველად, გლადიატორები მართლაც მონები და პატიმრები იყვნენ. მაგრამ, შემდეგ ასეთი ბრძოლები იმდენად პოპულარული გახდა, რომ სპორტის სახეობად იქცა და სკოლებიც კი გაიხსნა, რომლებშიც თავისუფალ ადამიანებს ავარჯიშებდნენ. გარდა ამისა, მოგვიანებით, გლადიატორებს შორის მაღალი ფენის წარმომადგენლები და ქალებიც კი იყვნენ.

ველური დასავლეთი – "ველური იყო"

ზოგადად, ველური დასავლეთი, თანამედროვე ადამიანისთვის, ურთულეს პერიოდთან ასოცირდება, რომლის დროსაც, ყველაფერს ფიზიკური ძალა და ცეცხლსასროლი იარაღი წყვეტდა. ასეთია მწერლების და კინომატოგრაფისტების მიერ დანახული XIX საუკუნის ამერიკის დას. ნაწილი.

მაგრამ, არქივებში დაცულ, იმ პერიოდის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა... მაგ., ძარცვის ფაქტები, მოსახლეობის რაოდენობაზე გაანგარიშებით, იქ იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე იგივე პერიოდში, დეტროიტში ან ნიუ-იორკში. ამიტომ, ველური დასავლეთი, არც ისეთი ველური იყო, როგორც დღეს ბევრს ჰგონია. განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

რამდენი იყო ამერიკის კონტინენტების მოსახლეობა კოლუმბის აღმოჩენამდე?

 

რატომ შეჭამეს აბორიგენებმა კუკი?- რეალური ამბის დეტალები, რომლებიც ძალიან ცოტამ იცის

 

myquiz