როგორი მიდგომით ზრდიან სკანდინავიელი მშობლები ბავშვებს? | Allnews.Ge

როგორი მიდგომით ზრდიან სკანდინავიელი მშობლები ბავშვებს?

სკანდინავიელი მშობლების აღზრდის მეთოდები, რომლებიც ჩვენც უნდა ვისწავლოთ შვედეთის, დანიისა და ნორვეგიის აღზრდის მეთოდები დღითი დღე პოპულარული ხდება. მათ აღმოაჩინეს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, რასაც ყოველმა მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება.

არ არსებობს ცუდი ამინდი, არსებობს შეუსაბამო სამოსი

კლიმატური თავისებურების გამო, სკანდინავიის ქვეყნები არ დარდობენ ქარისა თუ წვიმის გამო. მათ გარდერობში შესაბამისი სამოსი აქვთ და ბავშვებს ნებისმიერ ამინდში ასეირნებენ, რითაც უძლიერებენ პატარებს ორგანიზმს.

ტალახში თამაში - მაგარია

არაერთი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ადამიანები შვედეთში, დანიასა და ნორვეგიაში ცხოვრობენ. ისინი ბავშვობიდანვე მიჩვეულები არიან აკეთონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ. ტალახში კოტრიალიც კი ნებადართული აქვთ. სკანდინავიელი მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ მსგავსი გართობა ბავშვს იმუნიტეტს უძლიერებს და ორგანიზმს ვირუსებისგან იცავს.

არ უნდა გადაიღალოს

დედის მთავარი მისიაა, ყოველი თავისუფალი დრო შვილთან ერთად გაატაროს. დედასთან ერთად ბავშვს არაფრის ეშინია და მასთან ერთად სამყაროს უფრო ლაღად შეიცნობს. სკანდინავიაში ბავშვები სკოლაში 7 წლის ასაკში შეჰყავთ. მანამდე კი იმით ერთობიან, რაც სიამოვნებას ანიჭებთ.

თავისუფლება პასუხისმგებლობას შობს

უცხოების, ქურდების, ხმაურისა და ბუნების შიში ბავშვებს ხშირად ვირტუალური სამყაროსკენ უბიძგებს. შვედი, დანიელი და ნორვეგიელი მშობლები კი ბავშვებს სასეირნოდ დამოუკიდებლად უშვებენ. აღსანიშნავია, რომ სკანდინავიის ქვეყნებში დანაშაულის დონე მკვეთრად დაბალია და ბავშვები პატარაობიდანვე ეჩვევიან დამოუკიდებლობას.

ბუნების ადგილი ცხოვრებაში

სკანდინავიურ ქვეყნებში არსებობს ასეთი ტერმინი friluftsliv, რაც "ცხოვრების თავისუფალ ჰაერს" ნიშნავს. მშობლებს შვილები ბავშვობიდანვე დაჰყავთ ბუნებაში, იქნება ეს პიკნიკი თუ მთაში ძრომიალი, რომლის დროსაც ბავშვებს აქვთ თავისუფლად მოქცევის საშუალება, უვითარდებათ კრეატიული აზროვნება და იმატებს ენდორფინის დონეს.

myquiz