ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიციები მსოფლიოში | Allnews.Ge

ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიციები მსოფლიოში

ახალი წელი ერთ-ერთი იმ ტრადიციათაგანია, რომელიც მსოფლიოს დიდ ნაწილს აერთიანებს და ყველას საერთო ზეიმში რთავს. მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი განსხვავებული წესი და ტრადიცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს და მას საახალწლოდ აუცილებლად იცავენ.

დანია

დანიაში გამოუყენებლ ჭურჭელს მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ და 31 დეკემბერს მათ მეგობრებისა და ახლობლების კარებს ესვრიან. დანიაში არსებობს მეორე ტრადიციაც. ისინი ადიან სკამებზე და ზუსტად 12 საათზე ხტებიან. ეს ახალ და წარმატებულ წელში ჩახტომას გამოხატავს.

ეკვადორი

ეკვადროში ახალ წელს ქაღალდებით სავსე საფრთხობელას აკეთებენ და წვავენ. მასთან ერთად წვავენ გასულ წელს გადაღებულ ფოტოებსაც. ეკვადორელებს სჯერათ, რომ აღნიშნულს თუ გააკეთებენ, მომავალ წელს კარგი ბედი ექნებათ.

ესპანეთი

ესპანეთის ახალი წლის ტრადიცია ყურძენს უკავშირდება. ესპანეთში სჯერათ, რომ ზუსტად ღამის 12 საათზე თუ მოახერხებენ და პირში 12 მარცვალ ყურძენს ჩაიდებენ, მომავალი წელი წარმატებული ექნებათ.

ბრაზილია

ბრაზილიაში აქვთ ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სურვილის შესაბამისად ახალი წლის ღამეს შესაბამისი ფერის საცვალს იცვამენ. მაგალითად მშვიდობა და იღბალი სურთ თეთრ საცვალს იცვამენ, სიყვარულს თუ ეძებენ -წითელს ან ვარდისფერს, ჯანმრთელობა ლუჯრ ფერთან ასოცირდება, სიმდიდრე კი- ყვითელთან.

ფილიპინები

ფილიპინების ტრადიციები ბარაქასთან არის დაკავშრებული. ახალ წელს ყველაფერს მრგვალს აკეთებენ, რადგან სიმრგვალე მონეტასთან და ფულთან ასოცირდება. მათ სჯერათ, რომ რაც მეტი მრგვალი ნივთი ექნებათ ახალ წელს, მით უფრო ბარაქიანი იქნება შემდეგი წელი.

პუერტო რიკო

პუერტო რიკოში ფანჯრიდან წყლით სავსე ჭიქებს ისვრიან. ამ გზით ისინი ბოროტი სულების განდევნას ცდილობენ.

კოლუმბია

კოლუმბიაში ახალი წლის პირველ დღეს ყველა ჩემოდანს დაატარებს იმ მიზნით, რომ მომავალ წელს ბევრს იმოგზაურებენ.

საქართველო

საქართველოში სხვა მრავალ ტრადიციასთან ერთად არის ერთი განსაკუთრებული - მეკვლეს ტრადიციაც. მეკვლე არის ადამიანი, რომელმაც მომდევნო წელიწადს ოჯახის მასპინძლებს ბედნიერება და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს. სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოში ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა საჩუქრების ტრადიციაც. მეგობრები და ახლობლები ერთმანეთს განსაკუთრებულ საჩუქრებს ჩუქნიან. ყველაზე პოპულარულ საჩუქრებს შორისაა ხელნაკეთი ნივთები და წიგნები.

myquiz