რატომ არის ბროკოლი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და როგორ მოვამზადოთ ის? | Allnews.Ge

რატომ არის ბროკოლი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და როგორ მოვამზადოთ ის?

  • როგორ მოვამზადოთ ბროკოლი სწორად

როგორც წესი, დედების უმეტესობა მხოლოდ ყვავილედებს იყენებს მოსამზადებლად. იცოდით, რომ ღეროებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ? ოღონდ კანი უნდა გააცალოთ დანით.

ყვავილოვანი კომბოსტოს ყვავილების მოხარშვისათვის საკმარისია 5-7 წუთი, ღეროებისათვის კი 10-12 წუთი. ქვაბიდან ამოღების შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. ასეთი სახით დამუშავებული ბროკოლი ვიტამინებსაც ინარჩუნებს და საკვებადაც უფრო გემრიელია.

  • როგორ ამოვირჩიოთ კარგი ხარისხის ბროკოლი

დაკვირდით ყვავილედებს. ახალ, მაღალი ხარისხის ბროკოლს მოიისფრო მწვანე ყვავილედები აქვს. თუ შეპარულ სიყვითლეს ამჩნევთ, ასეთ ბროკოლს ნუ იყიდით - ის უკვე გადამწიფებულია და ნაკლები რაოდენობის ნუტრიენტს

შეიცავს.

  • შეიძლება თუ არა გაყინოთ?

უმჯობესია, მოიხმაროთ ახალი ბოსტნეული, მაგრამ თუ ხშირად ვერ ახერხებთ იყიდოთ ახალი, მაშინ გაყინვაც შეგიძლიათ.

  • მოამზადეთ ბროკოლის პიურე ჩვილისათვის (4-4,5 თვიდან)

დამუშავებული, მოხარშული ბროკოლი დააბლენდერეთ. გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით, ამ მიზნით პასტერიზებული რძის გამოყენებაც შეგიძლიათ. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

ბროკოლის პიურეს სხვა ბოსტნეულიც შეგიძლიათ შეურიოთ.

  • რატომ გვიყვარს ბროკოლი

  • ბროკოლი შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმის ორმაგ რაოდენობას, ვიდრე სხვა კომბოსტოს სახეობები.
  • ბროკოლის პრაქტიკულად ისეთივე რაოდენობის კალციუმს შეიცვას, როგორც იმავე რაოდენობის რძე.
  • მდიდარია რკინით, თუთიით, მანგანუმით, გოგირდით, მაგნიუმით
  • შეიცავს ვიტამინების ნამდვილ არსენალს - C, B1, B2, B5, B6, PP, E, K, A.
  • შეიძლება
  • გაგიკვიდრეთ, მაგრამ ჩ ვიტამინის შემცველობა ბროკოლში უფრო მეტია, ვიდრე ციტრუსებში. დაახლოებით 100 გრ ბროკოლი თითქმის 100 % უზრუნველყოფს თქვენს დღიურ მოთხოვნას C და K ვიტამინზე.
  • B1 ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო არეგულირებს ნერვული სისტემის მოქმედებას.
  • ბროკოლის შემადგენლობაში შედის მეთიონინი და ქოლინი, რომლებიც ხელს უშლის ქოლესტერინის დონის მატებას და ათეროსკლეროზის განვითარებას.
  • ამ მწვანე ბოსტნეულის შემადგენლობაში სელენი, სულფორაფანი და ანეტოლტრითიონი აქტიურად განიხილება, როგორც სიმსივნესთან მებრძოლი ნივთიერებები.
  • საუკეთესო არჩევანია დაბალკალორიული დიეტების დროს წონაში კლების მისაღწევად.
  • დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რის გამოც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აქტივობას და ხელს უშლის ყაბზობას.
  • ასტიმულირებს ნაღვლის წარმოქმნას, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ფუნქციებს.
  • შეუცვლელია პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. მასში შემავალი სულფორაფანი ასტაბილიზირებს შაქრის დონეს.

P.S. დაბოლოს, იცით, რომ ბროკოლისაგან ძალიან ეფექტური სახის ნიღაბიც შეგიძლიათ მოამზადოთ?

ამისათვის დაგჭირდებათ ბროკოლის 4 ყვავილედი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზი გაგრილებული მწვანე ჩაი.

დააბლენდერეთ ბროკოლი, შეურიეთ თაფლი და ბოლოს მწვანე ჩაი. წაისვით მიღებული მასა სახეზე , თვალების ირგვლივ არეების გარდა და დაიტოვეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წლით. აუცილებლად მოგეწონებთ კარგად დატენიანებული, ვიტამინებით გაჯერებული, ნაზი კანი!

myquiz