რატომ სუქდებიან თანამედროვე ბავშვები? | Allnews.Ge

რატომ სუქდებიან თანამედროვე ბავშვები?

სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს და ყოველ მეოცეს სიმსუქნე აღენიშნება. ამის მიზეზი მარტივია - მიღებული ენერგიის მოცულობა დახარჯულზე მეტია, რაც დაკავშირებულია თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესთან, როდესაც მას მოძრაობისა და ფიზიკური შრომის ნაკლები მოტივაცია აქვს.

გარდა ამისა, რაციონში უფრო მეტი მაღალკალორიული, დაბალი კვებითი ღირებულების პროდუქტია. ამგვარი საკვები უფრო ნაკლები ღირს, მეტად ხელმისაწვდომია და შაქრისა და ცხიმის გარდა მათში არანაირი სასარგებლო ნივთიერება არ არის. ამგვარ პროდუქტებს მიეკუთვნება ჩიფსები, სწრაფი კვების პროდუქტი და ტკბილი სასმელები. ტკბილი სასმელებისა და ფრუქტოზის ჭარბი მოხმარება სიმსუქნის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია.

გასათვალისწინებელია მემკვიდრეობითი ფაქტორიც. ერთ-ერთი მშობლის ჭარბი წონა ბავშვის სიმსუქნის რისკს 50%-ით ზრდის, ორივე მშობლის პირობებში - 80%-ით.

ჰიპოდინამია იწვევს კუნთოვანი მასის დაქვეითებას. სწორედ კუნთების საშუალებით ხარჯავს ორგანიზმი კალორიებს ყოველდღიური საქმიანობის შესრულების დროსაც კი.

ნორმალური წონის შესანარჩუნებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძილი. დაბალი კლასის მოზარდებმა მინიმუმ 9 საათი უნდა იძინონ, ხოლო უფროსებმა არა ნაკლებ 8 საათისა. მყარი ეფექტის მისაღებად, ყველა აღნიშნული რეკომენდაცია მთელმა ოჯახმა უნდა დაიცვას.

myquiz