ახალი კვლევის მიხედვით, სმარტფონებს ბავშვის ძილზე გავლენა არ აქვს | Allnews.Ge

ახალი კვლევის მიხედვით, სმარტფონებს ბავშვის ძილზე გავლენა არ აქვს

ბავშვის მიერ რაიმე სახის ელექტრონულ მოწყობილობასთან გატარებულ დროს ძალიან მცირე გავლენა აქვს ძილის ხანგრძლივობაზე, აღნიშნულ დასკვნამდე ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ. მოცემული კვლევა თავისი წინამორბედის საპირისპიროა, რომლის თანახმადაც დროის ხანგრძლივი პერიოდის კომპიუტერთან გატარება პირდაპირ იყო დაკავშირებული იმასთან, რომ ბავშვები სათანადოდ დასვენებას ვეღარ ახერხებენ.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ძილსა და ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებული დროის ხანგრძლივობას შორის ძალიან მცირე ურთიერთკავშირია. თუმცა ერთი ბრიტანელი ექიმის განმარტებით, აღმოჩენა არ ემთხვევა მის კლინიკურ გამოცდილებას.

კვლევა ოქსფორდის ინტერნეტ ინსტიტუტის მიერ არის ჩატარებული და ემყარება აშშ-ში 2016 წელს ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ ჩატარებული კვლევის მონაცემებს, კვლევის მიმდინარეობისას მშობლებმა ქვეყნის მასშტაბით შეავსეს კითხვარი მათი ოჯახის შესახებ.

ბავშვების მიერ ეკრანთან გატარებული დრო ემყარებოდა ორ კითხვაზე გაცემულ პასუხებს, რომლებიც 6 თვიდან 17 წლამდე ბავშვების კვირის აქტივობას ეხებოდა:

• რამდენ დროს ატარებენ ისინი კომპიუტერებთან, მობილურებთან, ვიდეო თამაშებთან და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან

• რამდენ დროს ატარებენ ისინი ტელევიზორების წინ სხვადასხვა გადაცემის ყურებისას,

კვლევამ დაასკვნა, რომ იმ ბავშვებს, რომლებმაც ტექნიკის ინტენსიურად გამოყენებაზე უარი თქვეს, სულ ცოტა მეტი სძინავთ, ვიდრე მათ თანატოლებს, ვინც დღის უმეტეს ნაწილს ეკრანთან ატარებენ.

მაგალითისთვის, მოზარდებს, რომლებიც დღის არც ერთ მონაკვეთში არ მჯდარან ეკრანის წინ 8 საათისა და 51 წუთი სძინავთ, იმ მოზარდებს, კი, რომლებმაც ეკრანს მიშტერებულ მდგომარეობაში 8 საათი გაატარეს ღამით 8 საათსა და 21 წუთი სძინავთ. კვლევაში მონაწილეობა 50 ათასმა ბავშვმა მიიღო ამერიკის ყველა შტატიდან.

myquiz