8 აუცილებელი წესი, რომელიც სამზარეულოში საკვების უსაფრთხოების მიზნით უნდა დავიცვათ | Allnews.Ge

8 აუცილებელი წესი, რომელიც სამზარეულოში საკვების უსაფრთხოების მიზნით უნდა დავიცვათ

საკვების შეძენისას, მომზადებისა და შენახვისას აუცილებელია უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა დაავადება. მზა კერძების არასწორმა შენახვამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, დიარეა და კიდევ სხვა ინფექციების გავრცელება გამოიწვიოს.

გთავაზობთ წესებს, რაც მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

1. შეინახეთ საკვები საჭირო ტემპერატურაზე, რათა თავიდან აიცილოთ მისი გაფუჭება და სხვადასხვა მიკრობების გავრცელების რისკები. კერძოდ, საკვები უნდა შეინახოთ 5 ან უფრო დაბალ გრადუსზე, ან კიდევ 60 გრადუსზე ან უფრო მაღალ გრადუსზე. 5-დან 60 გრადუსამდე ტემპერატურაზე საკვების დიდხანს გაჩერება საშიშია, ვინაიდან ბაქტერიები სწორედ ამ ტემპერატურაზე მრავლდება.

2. მორჩენილი ცხელი საკვები, როგორიცაა მაგალითად სუპი, სასწრაფოდ უნდა განათავსოთ მაცივარში. მისი ოთახის ტემპერატურაზე გაგრილება საშიშია.

ცხელი კერძის ოთახის ტემპერატურაზე გაცივება არ შეიძლება - სურსათის ტექნოლოგის რჩევები ხორცთან დაკავშირებით

3. გაყინული საკვები უნდა გალღვეს მაცივარშივე. მისი გამოღება და მაგიდაზე ან ნიჟარაში გალღობა, დაუშვებელია.

4. გამოიყენეთ კარგად გარეცხილი ჭურჭელი, სამზარეულოს მოწყობილობები და ინსტრუმენტები.

5. გამოიყენეთ მხოლოდ ისეთი საჭრელი დაფა, რომლის დეზინფიცირება შესაძლებელია (მინა და პლასტიკი). სხვადასხვა საჭრელი დაფა გამოიყენეთ ისეთი საკვებისთვის, რომელსაც უმს მიირთმევთ (ხილი, ბოსტნეული) და ისეთი პროდუქტისთვის, რომელსაც ხარშავთ ან წვავთ (ხორცი).

6. ჭურჭელი, რომელიც იატაკზე დავარდება, აუცილებლად უნდა გაირეცხოს საპნითა და წყლით.

7. არ გამოიყენოთ ერთმანეთის თეფში, ჭიქა და ჩანგალი, მანამ ვიდრე მას არ გარეცხავთ.

8. არ მოამზადოთ საჭმელი თუ თქვენ გაქვთ დიარეა ან სხვა კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები, ან კიდევ კანის ინფექცია და ჭრილობა.

myquiz