4 ფსიქოლოგიური ხრიკი ადამიანზე გავლენის მოსაპოვებლად | Allnews.Ge

4 ფსიქოლოგიური ხრიკი ადამიანზე გავლენის მოსაპოვებლად

თუ დააკვირდებით ჩვენი ცხოვრება ფაქტობრივად აგებულია იმაზე, რომ რაღაცაში დავარწმუნოთ სხვა ადამიანები. ეს კი გვჭირდება იმისთვის, რათა მივიღოთ სათანადო სამსახური, მივიღოთ სასურველი ხელფასი, ხმების სასურველი რაოდენობა და ა.შ ამ ჩამონათვალის გაგრძელება ფაქტობრივად უსასრულოდ შეიძლება. თუმცა იმისთვის, რომ ადამიანები, თანამოსაუბრეები, ჩვენი გარშემომყოფები ადვილად დავარწმუნოთ, ამისთვის თანადაყოლილი დამაჯერებლობა სულაც არ არის საჭირო. ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული ფსიქოლოგიური კვლევების წყალობით მეცნიერებმა მიაგნეს კონკრეტულ ხრიკებს, რომელთა გამოყენებითაც შეგვიძლია მივიღოთ ის რაც გვსურს.

1. უთხარით კომპლიმენტები

ერთ-ერთი კვლევის თანახმად ადამიანს, რომელსაც კომპლიმენტები უთხრეს, დავალებას უკეთესად გაართვა თავი, ვიდრე მისმა მეწყვილემ მომდევნო დღეს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც ადამიანს კომპლიმენტს ეუბნებიან, მისი ტვინი ისევე რეაგირებს, როგორც ფულადი ჯილდოს მიცემისას.

2. მიმიკა

ადამიანები გაუცნობიერებლად იმეორებენ ერთმანეთის მიმიკას, როდესაც ერთმანეთთან კარგ ურთიერთობაში არიან. ამის გაკეთება განზრახაც არის შესაძლებელი ურთიერთკავშირის დასამყარებლად. ერთ-ერთ კვლევაში მონაწილე მიმტანებმა, რომლებიც კლიენტებთან ურთიერთობაში მიმიკას იყენებდნენ, მიიღეს გაცილებით მეტი ჩაი.

3. გამოიყენეთ არსებითი სახელები ზმნების ნაცვლად

ერთ-ერთი კვლევის ცდისპირებს დაუსვეს ერთი და იგივე კითხვა ორი სხვადასხვა ფორმულირებით: 1. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის, რომ ხვალინდელ არჩევნებზე ხმა მისცე? 2. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის იყო ამომრჩეველი ხვალინდელ არჩევნებზე. აღმოჩნდა, რომ ადამიანთა იმ ჯგუფმა, რომლებსაც ჰკითხეს "რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის იყო ამომრჩეველი" არჩევნებზე უფრო მაღალი აქტივობა აჩვენა. პირველ რიგში იმის გამო, რომ ადამიანებს მიკუთვნებულობის სურვილი ამოძრავებს.

4. გამოიყენეთ ადამიანების სახელები

ადამიანები უკეთ ასრულებენ დავალებას, როდესაც ამას ის პირი სთხოვთ, რომელმაც მათი სახელი იცის. ეს შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ სახელით მიმართვა ნაწილობრივ კომპლიმენტია, რომელიც მიგანიშნებთ, რომ თქვენი სახელი დაიმახსოვრეს.

მომზადებულია Business insider-ის მიხედვით

myquiz