როგორ გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი და რამდენი კილოგრამი მიიჩნევა სიმსუქნედ? | Allnews.Ge

როგორ გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი და რამდენი კილოგრამი მიიჩნევა სიმსუქნედ?

ნორმაზე მეტ ან ნაკლებ წონას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის 4 წლით შემცირება შეუძლია, ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

ანგარიში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია თავის სახეობაში და 2 მილიონ ადამიანს მოიცავს.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ 40 წელს ზემოთ ადამიანები, რომლებიც სხეულის მასის ინდექსის შკალაზე მაღალ პოზიციაზე არიან, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების ნაკლები რისკის წინაშე არიან. მაგრამ თუ ადამიანი ამავე შკალაზე ყველაზე მაღალ ან დაბალ პოზიციას იკავებს, უფრო ხანმოკლე სიცოცხლე ექნება.

როგორ გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი?

ამისთვის, წონა უნდა გავყოთ წილადებში გადაყვანილი სიმაღლის კვადრატზე. მაგალითად, თუ 78 კილოგრამს ვიწონით და სიმაღლეში 180 სანტიმეტრი ვართ, 78 უნდა გავყოთ 1,8-ის კვადრატზე.

თუ მიღებული ციფრი 18-ის ქვემოთაა, ეს წონის დეფიციტს ნიშნავს, 18-დან 25-მდე სხეულის მასის ნორმალური ინდექსია, ხოლო 25-დან 29-მდე მიღებული რიცხვი ჭარბ წონაზე მიუთითებს. თუ გამოთვლის შედეგად 30 და უფრო დიდი რიცხვი მიიღეთ, ესე იგი საქმე სიმსუქნესთან გვაქვს.

როგორ გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი და საჭირო წყლის რაოდენობა - დიეტოლოგ ლაშა უჩავას რჩევები

კვლევაში ნათქვამია, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჭარბწონიანი მამაკაცებისა და ქალების შემთხვევაში 4,2 და 3,5 წლით უფრო ნაკლებია, ვიდრე იმ ადამიანების შემთხვევაში ვისი სხეულის მასის ინდექსიც ნორმის ფარგლებშია მოქცეული. ნორმაზე ნაკლები წონის ქონის დროს კი მამაკაცებისა და ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაბამისად 4,3 და 4,5 წლით ნაკლებია.

სხეულის წონის ინდექსი დაკავშირებული აღმოჩნდა სიკვდილის გამომწვევი მიზეზების თითქმის ყველა კატეგორიასთან, გარდა, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო შემთხვევებითა და სხვა კატასტროფებით გამოწვეული სიკვდილისა.

myquiz