როგორი უნდა იყოს შუალედი ორსულობიდან ორსულობამდე - იხილეთ კვლევის შედეგები | Allnews.Ge

როგორი უნდა იყოს შუალედი ორსულობიდან ორსულობამდე - იხილეთ კვლევის შედეგები

მშობიარობასა და ხელახლა დაორსულებას შორის სულ მცირე ერთწლიანი შუალედი უნდა იყოს, რათა დედისა და ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის ალბათობა შემცირდეს - ნათქვამია ახალ კვლევაში. თუმცა, მეცნიერებმა აქვე განმარტეს, რომ რეპროდუქციული უნარის მქონე ადამიანს ხელახლა დაორსულებისთვის 18-თვიანი შუალედის დაცვა არ სჭირდება, როგორც ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გზამკვლევშია ნათქვამი.

მშობიარობასა და ხელახლა დაორსულებას შორის ხანმოკლე შუალედი ზრდის ნაადრევი მშობიარობის, პატარა ბავშვის დაბადებისა და დედისა და ახალშობილის გარდაცვალების რისკს.

კვლევის მთავარი ავტორის ექიმი ვენდი ნორმანის თქმით, ამ ოპტიმალური ერთწლიანი ინტერვალის დაცვა შესრულებადი უნდა იყოს ქალების უმეტესობისთვის და ეს ნამდვილად ღირებულია იმისთვის, რომ გართულების რისკი შემცირდეს.

კვლევა, რომლის დროსაც კანადაში ბავშვის გაჩენის 150 ათასი შემთხვევა შეისწავლეს სამეცნიერო ჟურნალ JAMA Internal Medicine-შია გამოქვეყნებული. კვლევამ დაადგინა, რომ 120-დან 18 თვემდე პერიოდი იდეალური ხანგრძლივობაა მშობიარობასა და დაორსულებას შორის არსებული ინტერვალისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არსებული გზამკვლევი საზოგადოებას იდეალური ინტერვალის სახით 24 თვეს სთავაზობს, მაგრამ ინტერვალის ხანგრძლივობა გზამვლევის მიხედვით არ უნდა იყოს 18 თვეზე ნაკლები.

კვლევამ ასევე დაადგინა:

• მშობიარობიდან 12 თვეზე ნაკლებ დროში ხელახლა დაორსულება დაკავშირებულია რისკთან ნებისმიერი ასაკის ქალის შემთხვევაში.

• აღმოჩნდა, რომ დედების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება მხოლოდ 35 წელზე მეტი ასაკის ქალების შემთხვევაში, მაშინ როდესაც ახალშობილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება ნებისმიერი ასაკის ქალის შემთხვევაში, განსაკუთრებით კი იმ დროს თუ დედა 20-დან 34 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია.

• 35 წელს ზემოთ ქალების შემთხვევაში, რომლებიც მშობიარობიდან 6 თვის გასვლის შემდეგ დაორსულდნენ, დედის გარდაცვალების 1,2 % რისკის წინაშე არიან (12 შემთხვევა 1000 ორსულობაზე)

• 18-თვიანი ინტერვალის შემთხვევაში რისკი 0,5 %-მდე მცირდება (5 ყოველი 1000-დან 5 შემთხვევა)

• ახალგაზრდა ქალის შემთხვევაში, რომელიც მშობიარობიდან 6 თვის შემდეგ ხელახლა დაორსულდა, ნაადრევი მშობიარობის 8,% პროცენტის რისკი აქვს.

• პროცენტულობა იკლებს 3,7%-მდე იმ შემთხვევაში თუ ინტერვალი 18 თვეს შეადგენს.

რა საფრთხეს უქმნის მოზარდებს აბორტი და ორსულობა? - პრობლემაზე გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი საუბრობს

კვლევის წამყვანი ავტორის ლაურა შუმერის განმარტებით, კვლევამ აჩვენა გაზრდილი რისკი როგორც დედებისთვის, ასევე ახალშობილებისთვის, როდესაც მშობიარობასა და დაორსულებას შორის მცირე ინტერვალია, მათ შორის 35 წელს ზემოთ მყოფი ქალებისთვის.

"აღმოჩენა შედარებით დიდი ასაკის ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გაცილებით მცირე ინტერვალებს იცავენ და ამას საკმაოდ ინტენსიურად აკეთებენ",- აღნიშნა ლაურა შუმერმა.

საბოლოო ჯამში ეს მაინც ქალის არჩევანია ნებისმიერ ასაკში რამხელა ინტერვალის დაცვა სურს, თუმცა ეს კვლევა მათ საშუალებას მისცემს გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ და კონკრეტული შედეგების მოლოდინი ჰქონდეთ.

BBC

myquiz