ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა იმდენად მაღალია, რომ ხეების დარგვა ვეღარ გვიშველის | Allnews.Ge

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა იმდენად მაღალია, რომ ხეების დარგვა ვეღარ გვიშველის

დედამიწაზე არ არის იმდენი ადგილი იმ რაოდენობის ხეების დასარგავად, რაც საჭიროა გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად. ადამიანები, უხეშად რომ ვთქვათ, ყოველწლიურად ატმოსფეროში 30-დან 40 მილიარდ ტონამდე ნახშირორჟანგს აფრქვევენ, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, დედამიწაზე ტემპერატურა მოიმატებს, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. ვინაიდან გახშირდება გვალვის, წყალდიდობებისა და სხვა სტიქიური მოვლენების შემთხვევები.

არსებულ ვითარებაში, რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს?

თუ ჩვენ ხეებს 1,7 მილიარდი აკრის ფართობის ტერიტორიაზე დავრგავთ, ყოველწლიურად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობას 3 მილიარდი ტონით შევამცირებთ. ეს ყოველწლიურად ადამიანების მიერ ატმოსფეროში გაფრქვეული ე.წ სათბურის გაზების დაახლოებით 10%-ია.

ამგვარად, მეცნიერები ამბობენ, რომ საჭიროა ხეების დარგვა, ვინაიდან ისინი გამოყოფენ ჟანგბადს და ისრუტავენ ნახშირორჟანგს. თუმცა, ჩატარებული კვლევების მიხედვით, ჩვენ აღარ შეგვიძლია იმ რაოდენობის ხის დარგვა, რაც ამ პრობლემას აღმოფხვრის. ასე მაგალითად, იმისათვის, რომ ნახშირორჟანგის რაოდენობა ჰაერში 10%-ით შევამციროთ, აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე უნდა დავრგოთ ხეები.

4 ქუჩა თბილისში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას აჭარბებს

შექმნილ ვითარებაში მეცნიერები და პოლიტიკოსები გამოსავლის პოვნას ცდილობენ, ერთი რამ კი ნათელია, რომ საჭიროა რადიკალური ცვლილებები.

წყარო: Business Insider

myquiz