იხილეთ შთამბეჭდავი დღის ფოტოები, რომელსაც The Guardian-ი აქვეყნებს | Allnews.Ge

იხილეთ შთამბეჭდავი დღის ფოტოები, რომელსაც The Guardian-ი აქვეყნებს

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი დღის ფოტოებს აქვეყნებს. გთავაზობთ მათგან რამდენიმეს:

დიდი ბრიტანეთი. მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ ლესტერ სიტის სტადიონთან მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბის მეპატრონის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. არის მსხვერპლი.
ერაყის ქალაქი ნაჯაფი. შიიტი მომლოცველები წმინდა ქალაქ ქერბალასკენ მიემართებიან არბაინის დღესასწაულის აღსანიშნად.
ავღანელი მიგრანტი, რომელმაც ბავშვი სანაპირო დაცვის გემზე გააჩინა.
გერმანიის ქალაქი კერპენი. მოქალაქეებმა გადაკეტეს სარკინიგზო გზა, ისინი ქვანახშირის მოპოვების სამუშაოებს აპროტესტებენ, რაც მათი აზრით, საფრთხეს უქმნის უძველეს ჰამბახის ტყეს.
ახალი ზელანდია. სასექსის ჰერცოგინია ტრადიციულ მისალმებას იღებს.
მექსიკა. ჰონდურასელი მიგრანტები, რომლებიც აშშ-სკენ მიემართებიან.
კალიფორნია, აშშ. პაციენტები უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას იღებენ

myquiz