9 ერთი შეხედვით სასარგებლო პროდუქტი, რომელიც სინამდვილეში ბავშვებისთვის საზიანოა | Allnews.Ge

9 ერთი შეხედვით სასარგებლო პროდუქტი, რომელიც სინამდვილეში ბავშვებისთვის საზიანოა

იცით, რომ 100 გრამი იოგურტი 10 გრამ შაქარს შეიცავს და თუ მას ბავშვი რეგულარულად მიირთმევს, წონის მატება ელის? საერთოდ, იცით, რას აჭმევთ ბავშვებს მოსაზრებით "სასარგებლოა"? განვიხილოთ 9 პროდუქტი.

1. უცხიმო რძე

ძროხის რძეს ბევრი დედა ამრეზით უყურებს და შვილს უცხიმო რძეს, ნუშისას ან სოიისას ასმევს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ უცხიმო რძე საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ბავშვი, რომელიც არ სვამს ძროხის რძეს, D ვიტამინის ნაკლებობას ორმაგად გაინიცდის. გარდა ამისა, კვლევით დადგინდა, რომ 3 წლის ბავშვი, რომელიც დღეში სამ ჭიქა უცხიმო რძეს სვამდა, 1,5-ით დაბალი

იყო თანატოლზე, რომელიც დღეში სამ ჭიქა ძროხის რძეს მიირთმევდა.

2. თხილი

თხილი აუმჯობესებს ტვინის მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, ალერგიულია. სპეციალისტები გვირჩევენ, ბავშვს თხილეული ოთხ წლამდე არ ვაჭამოთ ან მხოლოდ პასტის და პიურეს სახით მივცეთ.

3. დაკონსერვებული ხილი და სიროფი

გაყინული და დაკონსერვებული ხილი ცოცხალზე არანაკლებ სასარგებლოა, მაგრამ არა სიროფში, სადაც შაქრის დონე უმაღლეს ზღვარს აღწევს. უპირატესობა მიანიჭეთ დაკონსერვებულ ხილს საკუთარ წვენში.

4. ზღვის პროდუქტები

იაპონიაში, სადაც ძირითადად ზღვის პროდუქტებით იკვებებიან, ბავშვებს 4-5 წლამდე მათ არ აჭმევენ. საქმე იმაშია, რომ თევზი შეიძლება იყოს ალერგიული ბავშვისთვის ან საშიშ ნივთიერებას, მაგალითად, ვერცხლისწყალს შეიცავდეს. განაგრძეთ კითხვა

myquiz