ახალი ნივთიერების დახმარებით ხილისა და ბოსტნეულის ვარგისიანობის ვადა გაზარდეს | Allnews.Ge

ახალი ნივთიერების დახმარებით ხილისა და ბოსტნეულის ვარგისიანობის ვადა გაზარდეს

ერთ-ერთი კომპანია ავოკადოს, ციტრუსებისა და სხვა პროდუქტების ვარგისიანობის ვადის გაორმაგებას ბუნებიდან აღებული ნიმუშით ცდილობს.

ბევრ ჩვენგანს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც ასწავლიან, რომ თეფშზე გადმოღებული საკვები ბოლომდე უნდა შევჭამოთ, რადგან მსოფლიოში სადღაც არიან ადამიანები, რომლებიც შიმშილობენ. თუმცა ამას ყოველთვის არ ან ვერ ვითვალისწინებთ.

CNN-ის ინფორმაციით, ფაქტობრივად, დადგენილია, რომ წელიწადში 1,3 მილიარდი ტონა საკვების ნარჩენი წარმოიქმნება, რაც ადამიანის მოხმარებისთვის წარმოებული საკვების 1/3-ს შეადგენს.

მსოფლიოში ყოველ 9 ადამიანში ერთი ღამით დასაძინებლად მშიერი კუჭით მიდის.

სად მიაქვთ რესტორნებში მორჩენილი საკვები

კომპანია Apeel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმს როჯერსმა კალიფორნიაში სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილ ნაკვეთებს ჩაუარა, როდესაც რადიოში გლობალურ შიმშილთან დაკავშირებული ისტორია მოისმინა. "არსებული რიცხვების თანახმად, ჩვენ ვაწარმოებთ საჭიროზე მეტ პროდუქციას, რათა მსოფლიო მოსახლეობა გამოვკვებოთ"- იხსენებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი თავის მაშინდელ ფიქრებს.

საკითხის კვლევის შედეგად მან აღმოაჩინა, რომ ამ პრობლემას საფუძვლად პროდუქციის გაფუჭება უდევს. შედეგად, 2012 წელს მან დაარსა კომპანია Apeel Sciences, რომელიც მიზნად ისახავს საკვების ვარდისიანობის ვადის ზრდას და ნარჩენების რაოდენობის შემცირებას.

პროდუქტების ვარგისიანობის გახანგრძლივების მიზნით, ქიმიური აგენტების გამოყენების ნაცვლად, კომპანიამ შეიმუშავა სპეციალური საფარი, რომელიც პროდუქტს ლპობისგან იცავს.

კომპანიას მხარდაჭერას უწევს Micorosoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეითსი და ვენჩერული კაპიტალისტი ანდერსენ ჰოროვიტსი, და დღეისთვის მათ 110 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლეს.

გაეროს ინფორმაციით, საკვების დაკარგვისა და ნარჩენების ზრდის ფაქტების 40% განვითარებად ქვეყნებზე მოდის, რადგან ამ ქვეყნებში მოსავლის ტრანსპორტირება სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, მაცივრით აღჭურვილი სატვირთო მანქანა კი ძალიან ძვირი ჯდება.

"მთელი ენერგია, რომელიც პროდუქტის მოყვანზე, მოსავლის აღებასა და მის დამუშავებაზე იხარჯება იმისთვის რომ ის ბოლოს მაღაზიების დახლებზე დასრულებული ფორმით ვიხილოთ, იკარგება - რაც დიდი ტრაგედიაა",- ამბობს როჯერსი.

საკვების ლპობა ძირითადად იწყება, როდესაც პროდუქტიდან სითხე გამოდის მის ნაცვლად ჟანგბადი შედის და მას ობი ედება. იმისთვის, რომ ამ პროცესის პრევენცია მოხდეს, Apeel-მა აიღო ხილისა და ბოსტნეულის კანი, მარცვალი და შიგთავსი და მიიღო ცხიმოვანი ლიპიდებით მდიდარი ზეთი. კომპანიამ ეს ზეთი აქცია უფერო, უსუნო, გემოს არ მქონე ფხვნილად, რომელიც გამოსადეგია ნებისმიერი სახის პროდუქციისთვის, რომლისთვისაც მას გამოიყენებენ. ფხვნილს მანამ სანამ ის მაღაზიაში მივა, წყალში აზავებენ. პროდუქტს კი ამ ნაზავში ან დებენ ან ამ სითხეს აპკურებენ მას, რის შემდეგაც წარმოიქმნება ერთგვარი მეორე კანი.

აღნიშნული პროდუქტი საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ უვნებლად არის ცნობილი.

კომოპანიის განმარტებით, ამგავარად მათ შეძლეს ხილისა და ბოსტნეულის ვარგისობის ხანგრძლივობის გაორმაგება და შეუძლიათ ამ ვადის გასამმაგებაც ლაბორატორიულ პირობებში. კომპანიის მიზანია, რომ ზოგიერთი პროდუქტის ვარგისიანობის დრო გააოთხმაგოს.

Apeel-ის პროდუქცია ამერიკის 200-ზე მეტი მაღაზიის თაროებზეა. Harps Food Stores-მა სასურსათო მაღაზიების ქსელმა, რომელიც Apeel-ის მიერ შეთავაზებული პროდუქტი ავოკადოზე გამოსცადა, ამბობს, რომ ავოკადოსგან მიღებულმა მოგებამ 50%-ს გადააჭარბა, რადგან მისი ვარგისიანობის ვადა გაიზარდა და ნაკლები პროდუქტის გადაგდებაა საჭირო.

ამავდროულად ცნობილია, რომ მომხმარებლები ფასში ვერანაირ სხვაობას ვერ ხედავენ.

myquiz