იაპონიაში ადამიანებს მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, ტირილისკენ მოუწოდებენ | Allnews.Ge

იაპონიაში ადამიანებს მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, ტირილისკენ მოუწოდებენ

იაპონიაში ადამიანებს მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით ტირილისკენ მოუწოდებენ. ნამიდა სენსეი - "ცრემლების მასწავლებლები" სკოლებსა და კომპანიებს სტუმრობენ იმისთვის, რომ ადამიანებს ასწავლონ თუ როგორ ამცირებს ტირილი მათ სტრესს.

იაპონიაში ხანგრძლივი საათების განმავლობაში მუშაობის კულტურამ, შესაძლოა, სასიკვდილო სტრესიც კი გამოიწვიოს. იაპონიის ხელისუფლების ინფორმაციით, თანამშრომლეთა 20%-ს თვეში 80 საათით მეტი აქვს ნამუშევარი. ქვეყანაში გადაჭარბებული მუშაობით გამოწვეული გარდაცვალების ათასობით შემთხვევა ფიქსირდება ერთ წელში, 2015 წელს კი 2000 ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რაც ასევე სამსახურთან დაკავშირენული სტრესით იყო განპირობებული.

ცნობილია, რომ ცრემლები სტრესის დონეს ამცირებს, ტირილი კი ჩვენი ნერვული სისტემის იმ ნაწილს ასტიმულირებს, რომელიც ჩვენს დამშვიდებას ემსახურება. ცრემლების მასწავლებლები ადამიანებს ურჩევენ, კვირაში ერთხელ მაინც იტირონ და ამისთვის ფილმები, ემოციური წიგნები და მუსიკა დაიხმარონ.

სტრესი მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის სისტემისთვის საკმაოდ ძვირად ღირებული პრობლემაა. ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექიმთან განხორციელებული ვიზიტების 75 - 90% გამოწვეულია სტრესთან დაკავშირებული ჩივილებით. ცრემლებს კი შეუძლია, ჩვენი დახმარება სტრესთან ბრძოლის პროცესში.

myquiz