ევროკავშირში ერთჯერადი პოლიეთილენის თეფშები, დანა-ჩანგალი და კონტეინერები აიკრძალება | Allnews.Ge

ევროკავშირში ერთჯერადი პოლიეთილენის თეფშები, დანა-ჩანგალი და კონტეინერები აიკრძალება

ევროპელმა კანონმდებლებმა მიიღეს ზომები, რათა შეამცირონ პოლიეთილენის ნაწარმის რაოდენობა, რომელიც ზღვებსა და ოკეანეებს აბინძურებს. აკრძალვა 10 სახეობის ერთჯერადი მოხმარების პოლიეთილენის პროდუქციას შეეხება.

ევროპარლამენტმა ოთხშაბათს დაამტკიცა ის ზომები, რომლებიც ერთჯერადი გამოყენების პოლიეთილენის პროდუქციის აკრძალვისკენ იქნება მიმართული. მათ შორის 2021 წლისთვის აიკრძალება კოქტეილის ჩხირები, ბამბის ტამპონები, ერთჯერადი თეფშები და დანა-ჩანგალი.

პარლამენტში ინიციატივას მხარი უმრავლესობამ 571 წევრმა დაუჭირა 53-ის წინააღმდეგ.

10 ძირითადი ერთჯერადი გამოყენების პოლიეთილენის ნივთების წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბით მნიშვნელოვანი რეგულაციების შემოღების ინიციატივით მაისში ევროკომისია გამოვიდა.

რას გულისხმობს ევროკომისიის ინიციატივა

• ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით აკრძალულიყო ისეთი პოლიეთილენის ნივთები, როგორიც კოქტეილის ჩხირები, ბამბის ტამპონები, პოლიეთილენის თეფშები, დანა-ჩანგალი და ყავის მოსარევი ჩხირები იყო.

• შემცირებულიყო პოლიეთილენის კონტეინერების რაოდენობა, ისეთი როგორიც არის ჭიქები სასმელისთვის და საჭმლის კონტეინერები.

• ინიციატივის თანახმად მწარმოებლებმა ნარჩენების მენეჯმენტისთვის საჭირო თანხის გადახდასა და დაბინძურების საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაში წვლილი უნდა შეიტანონ. რათა მოსახლეობამ გაიგოს, რომ ისეთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო მცირე ზომის ნარჩენები, როგორიც სიგარეტის ნამწვი, სველი ხელსახოცები, გასაბერი ბუშტები, პოლიეთილენის ჩანთები, ტკბილეულისა და სასუსნავის შესაფუთები გარემოს მნიშვნელოვნად აბიძნურებს.

• წევრმა ქვეყნებმა დეპოზიტის გადახდის სქემა ან ნებისმიერი სხვა საშუალება უნდა გამოიყენონ, რათა 2025 წლისთვის ერთჯერადი გამოყენების პოლიეთილენის ბოთლების 90% შეაგროვონ.

• ტამპონებზე, გასბერ ბუშტებსა და სველ ხელსახოცებზე დატანილი უნდა იყოს სპეციალური ეტიკეტი, სადაც აღნიშნული უნდა იყო, როგორ უნდა მოხდეს ამ ნარჩენების სწორი უტილიზირება.

• წევრმა ქვეყნებმა უნდა აამაღლონ მოსახლეობის ცნობიერება იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად საშიშია გარემოსთვის ერთჯერადი მოხმარების პოლიეთილენის საგნები.

მას შემდეგ რაც ევროპარლამენტმა ინიციატივა დაამტკიცა ევროკომისიამ მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს ევრ ქვეყნებთან აკრძალვის განხორციელებასთან დაკავშირებით.

myquiz