ინტერვიუ მამაკაცთან, რომლის მამამ ტყუპი ცათამბჯენები ააფეთქა | Allnews.Ge

ინტერვიუ მამაკაცთან, რომლის მამამ ტყუპი ცათამბჯენები ააფეთქა

CNN-ის ჟურნალისტი ლიზა ლინგი შეხვდა მამაკაცს, რომლის მამაც 9/11-ის ტერაქტში მონაწილეობდა. ტერორისტის შვილს, ზაკს ახსოვს ტყუპი ცათამბჯენები და ის, თუ როგორ თამაშობდა მამასთან ერთად:

"ეს ჩემი და-ძმა და მე ვარ. პარკში ვდაგავრთ და მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ჩვენ უკანაა",- ამბობს ზაკი და ჟურნალისტს ფოტოს აჩვენებს, -"ამ ფოტოს როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ, ეს მხიარული ოჯახური ფოტოა, თუ ამის გადაღებისას მამაჩემი უბრალოდ აკვირდებოდა ტყუპ ცათამბჯენებს. ჩემთვის ძალიან ძნელია უკან გახედვა და იმის გაგება, თუ სინამდვილეში რა იყო მისი მიზანი".

ზაკის თქმით, იქამდე, სანამ მამას დააპატიმრებდნენ, ის ხშირად ატარებდა დროს მამაკაცთან, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აფეთქებაში მონაწილეობდა.

"მამაჩემმა დაიწყო ჩემი წაყვანა პოლიგონზე, ყველაზე საამაყო მომენტი, რისი გახსენებაც შემიძლია, არის ის, თუ როგორი ბედნიერი იყო ის, როდესაც პირველად მიზანში მოვარტყი. ბიძაჩემი სხვა მამაკაცს მიუტრიალდა და არაბულად უთხრა, როგორიც მამა, ისეთი შვილი და შემდეგ ყველა ამაზე გულიანად იცინოდა". - იხსენებს ზაკი და ამბობს, რომ მაშინ ამ შედარებით ამაყობდა კიდეც, -"ვის არ უნდა რომ მამის მსგავსი იყოს, განსაკუთრებით იმ ასაკში".

- შენ დადიოდი პოლიგონზე გასართობად, როგორც ამას ბევრი ამერიკელი აკეთებს, მაგრამ ახლა ფიქრობ, რომ მამაშენის ამოცანა სულ სხვა იყო ?

- მე მჯერა, რომ მისი განზრახვა იყო, გავეწვრთენი, რათა შემდეგ ავღანეთში საბრძოლველად წავსულიყავი.

"ადამიანები ხშირად მეკითხებიან, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მამაჩემი არასდროს რომ არ ჩამჯდარიყო ციხეში. არ ვიცი ჩემი ცხოვრება სად დასრულდებოდა, თუმცა, ვფიქრობ, რომ დიდწილად ფაქტმა, რომ მამაჩემი დააპატიმრეს, მე გადამარჩინა"- ამბობს ზაკი.

myquiz