ტყის ხანძრები, წყალდიდობა და შიმშილი - რა გველის თუ კლიმატის ცვლილების შეჩერებას 2030 წლამდე ვერ შევძლებთ | Allnews.Ge

ტყის ხანძრები, წყალდიდობა და შიმშილი - რა გველის თუ კლიმატის ცვლილების შეჩერებას 2030 წლამდე ვერ შევძლებთ

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებამ საზოგადოების თითქმის ყველა ასპექტში უნდა განახორციელოს შორს მიმავალი და უპროცედენტო ცვლილებები თანაც, რაც შეიძლება სწრაფად, იმისთის, რომ თავიდან აიცილოს გლობალური დათბობის საშინელი შედეგები - ნათქვამია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშრებით მეცნიერების მიერ მომზადებულ ახალ კვლევაში.

ანგარიშის თანახმად, რომელიც დღეს გაეროს კლიმატის საკითხებში ხელისუფლებათშორისი ექსპერტების ჯგუფმა გამოაქვეყნა, პლანეტა ტემპერატურის 1,5 გრადუსით მატების ზღვარს 2030 წლისთვის მიაღწევს, რაც განაპირობებს ექსტრემალურ სიცხეს, ტყის ხანძრებს, წყალდიდობასა და საკვების დეფიციტს, რაც ასობით მილიონ ადამიანზე იქონიებს კატასტროფულ გავლენას.

აღნიშნული თარიღი, რომელიც დედამიწაზე ამჟამად მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის პერიოდში ექცევა, დადგება ატმოსფეროში სათბურის აირების გამოყოფის გამო.

კვლევაში ნათქვამია, რომ დედამიწას კატასტროფამდე გზის 2/3 უკვე გავლილი აქვს, რადგან ტემპერატურამ ერთი გრადუსი ცელსიუსით უკვე მოიმატა და იმისთვის, რომ მან კიდევ უფრო მეტად არ მოიმატოს შემდეგ რამდენიმე წელში მნიშვნელოვანი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.

"ეს დამაფიქრებელია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით იმ შემთხვევაში თუ გლობალური დათბობის პროცესში 1,5 გრადუს ცელსიუსს გადავაჭარბებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ გველის უფრო მეტი სიცხე და ცხელი ზაფხულები, ზღვის დონის მატება. მსოფლიოს ბევრ რეგიონში ეს გამოიწვევს კიდევ უფრო ექსტრემალურ გვალვასა და წყალდიდობებს"- განაცხადა მელბურნის უნივერსიტეტის კლიმატოლოგიის პროფესორმა ენდრიუ კინგმა.

იმისთვის, რომ კლიმატის ცვლილება კონტროლის ფარგლებში დარჩეს და ჰაერის ტემპერატურამ 1,5 გრადუს ცელსიუსზე მეტად არ მოიმატოს, აუცილებელი იქნება, 2010 წელთან შედარებით, 2030 წლისთვის ნახშირორჟანგის გამოყოფის 45%-ით შემცირება. ამ მაჩვენებელმა ნულოვან მაჩვენებელს კი 2050 წლისთვის უნდა მიაღწიოს.

მსგავსი მასშტაბით ნახშიროჟანგის გამოყოფგის შემცირება, რაც ტექნიკურად შესაძლებელია, აუცილებელს გახდის ცვლილებების განხორციელებას ენერგეტიკის, ინდუსტრიის, მშენებლობისა და ტრანსპორტის სფეროებში- ნათქვამია ახალ ანგარიშში.

"ფანჯარა, რომელიც შესაძლებელს ხდის, გლობალური დათბობა 1,5 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში გავაჩეროთ, სწრაფად იხურება, და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებასთან დაკავშირებით პარიზის შეთანხმებისას დადებულული პირობა ეფექტური აღარ იქნება"- ამბობს კინგი.

ერთ-ერთი ყველაზე ცხადი მესიჯი, რომელიც ამ ანგარიშიდან მოდის, არის ის, რომ ტემპარატურის 1 გრადუსით მატების შედეგებს დედამიწა დღეს უკვე განიცდის და ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხდებით ექსტრემალური ამინდის, ზღვის დონის მატებისა და მყინვარების დნობის მოწმეები.

კვლევის თანახმად, თუ დათბობას 1,5 გრაუს ცელსიუსზე ან მის ქვემოთ შევაჩერებთ, მსოფლიო მაინც იგრძნობს მნიშვნელოვან ცვლილებებს. ზაფხულის ცხელ დღეებში ტემპერატურა კიდევ 3 გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს და ვითარება იმაზე უარესი იქნება, ვიდრე მიმდინარე წლის ზაფხულში იყო ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სადაც პარალელურად ტყის ხშირ ხანძრებს ვაკვირდებოდით.

ამ პროცესებს რადიკალური გავლენა ექნება მარჯნის რიფზე, სადაც ცოცხალი ორგანიზმების 70-დან 90%-მდე შეიძლება მოკვდეს. სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარე ქვეყნები კი ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან- ნათქვამია კვლევაში.

myquiz