როგორ მუშაობს ყელსაბამი, რომელმაც ქალები სექსუალური შევიწროებისგან უნდა დაიცვას | Allnews.Ge

როგორ მუშაობს ყელსაბამი, რომელმაც ქალები სექსუალური შევიწროებისგან უნდა დაიცვას

24 წლის ინდოელი მეწარმე, მანიკ მეჰტა და მისი გუნდი Leaf Wearables გააკეთებს ყელსაბამს, რომელიც ქალს სექსუალური შევიწროებისგან დაიცავს. სწორედ ასეთი იყო XPrize-ის ფონდისა და სიეტლში დაფუძნებული კომპანია InfoSpace-ის თანადამფუძნებლების მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობები, რომელიც მსოფლიოში ქალებზე ძალადობისა და მათი სექსუალური შeვიწროების რიცხვის შემცირებას ისახავს მიზნად.

ყელსაბამი, რომელიც Leaf Wearables-მა წარმოადგინა, სექსუალური შევიწროების ამსახველ აუდიო ჩანაწერს აკეთებს და კონტაქტებში მონიშნულ პირს საგანგებო შეტყობინებას უგზავნის. ყელსაბამი იმ მეგობარს, რომელსაც ყელსაბამის მფლობელი სანდო პირებში დაამატებს, ლოკაციის ნახვის შესაძლებლობასაც აძლევს.

24 წლის მანიკ მეჰტამ და მისმა გუნდმა კონკურსში გაიმარჯვა და პროექტის მომავალი განვითარებისთვის 1 მილიონი დოლარი მიიღო. ყელსაბამი ბევრ ადგილას გამოცადეს, მათ შორის, მაღალსართულიან შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქალაქგარეთ.

ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე საშიში ქვეყანაა ქალებისთვის, გახშირებული სექსუალური ძალადობისა და მონური შრომის გამო.

ინდოეთში 2007-დან 2016 წლამდე პერიოდში ქალების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რიცხვმა 83%-ით მოიმატა. 3-დან 1-მა მოზარდმა გოგომ, შესაძლოა, საკუთარ თავზე საზოგადოებრივ ადგილებში უხერხული შეხება ან ადევნებაც კი განიცადოს.

უკანასკნელ წლებში ხელისუფლებამ ამ მიმართულებით კანონმდებლობა გაამკაცრა, თუმცა საპროტესტო აქციები, რომლებზეც ქალებისთვის უკეთეს დაცვას ითხოვდნენ, გაგრძელდა.

myquiz