როგორ აისახება სექსი ადამიანის განწყობაზე - კვლევის შედეგები | Allnews.Ge

როგორ აისახება სექსი ადამიანის განწყობაზე - კვლევის შედეგები

ხშირი სექსუალური კავშირი ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებასა და ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ახალი კვლევა კი ადასტურებს იმასაც, რომ სექსი დაკავშირებულია ბევრ ემოციურ სარგებელთანაც. იგი ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

ბოლო კვლევა, რომელიც ჟურნალში Emotion გამოქვეყნდა, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ტოდ კაშდანმა თავის კოლეგებთან ერთად ჩაატარა. მკვლევარებმა გამოიყენეს კვლევაში მონაწილეთა ყოველდღიური დღიურები, რათა დაედგინათ რა კავშირია სექსუალურ ცხოვრებასა და ბედნიერების განცდას შორის. 152 ადამიანს სთხოვეს ჩაეწერათ ემოციები, ქცევები და გრძნობები ყოველდღე სამი კვირის განმავლობაში. კვლევაში მონაწილეთა კარგად ყოფნა მათი დადებითი გრძნობების და ხასიათის მიხედვით გაზომეს.

ადამიანები სექსის შემდეგ უფრო ბედნიერები იყვნენ და ფიქრობდნენ რომ ყოველ ახალ დღეს უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, როდესაც მას მეორე ადამიანი აძლევს წვდომას თავის სხეულზე, ხოლო მეორე მხრივ, თავად უნაწილებს თავის სხეულს სხვას. ეს კი ძლიერი სიგნალია იმისათვის, რომ ემოციური ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს", - ამბობს ტოდ კაშდანი.

სექსი არის თერაპია თერაპევტის გარეშე - ამბობს ტოდ კაშდანი. მისი თქმით, სექსუალური კავშირი არის მნიშვნელოვანი თერაპია იმისათვის, რომ განვიცადოთ ბედნიერება და კავშირი პარტნიორთან, ამასთან, იგი არის მარტოობის და სოციალური გარიყვის საწინააღმდეგო ძლიერი საშუალება.

myquiz