საქართველოში რომელ საათზე დაიწყება მთვარის დაბნელება და საიდან იქნება მისი დანახვა შესაძლებელი? | Allnews.Ge

საქართველოში რომელ საათზე დაიწყება მთვარის დაბნელება და საიდან იქნება მისი დანახვა შესაძლებელი?

დღეს ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ავსტრალიის, აზიის დიდი ნაწილისა და სამხრეთ ამერიკის მაცხოვრებლები პირველი 100 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივ მთავრის დაბნელებას დააკვირდებიან.

დედამიწა მზესა და მთვარეს შორის გაივლის, რის გამოც მისი ჩრდილი დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე დაეცემა და მას მოწითალო ფერს მისცემს.

მთვარის სრული დაბნელება ჯამში 1 საათისა და 43 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. იმავე ღამით და მომდევნო დღეებში მარსი 2003 წლის შემდეგ პირველად დედამიწასთან ყველაზე ახლოს იქნება და ჩვენი პლანეტიდან გამოჩნდება, როგორც კაშკაშა წითელი ვარსკვლავი, იქიდან სადაც ცა მოწმენდილი იქნება.

"27 ივლისს, თბილისის დროით 21:14 წუთზე დაიწყება მთვარის დაბნელება, რომლის პიკი იქნება 00:21 წუთზე უკვე 28 ივლისს, დასრულდება 03:28 წუთზე. დაბნელება მერწყული-ლომის ღერძზე ხდება. მისი დანახვა შესაძლებელი იქნება საქართველოდანაც", - წერს ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში.

რატომ გრძელდება მთვარის სრული დაბნელება ასე დიდხანს ?

მთვარე დედამიწის ჩრდილის ცენტრში გაივლის, იქ, სადაც ჩრდილი ყველაზე განიერია.

"დღეს მთვარის დაბნელება თითქმის იმ ხანგრძლივობის იქნება რა ხანგრძლივობისაც შეიძლება ის ზოგადად იყოს" - განმარტა მანჩესტერის ასტროფიზიკის უნივერსიტეტის პროფესორმა ტიმ ობრაიენმა.

პროფესორის თქმით, მთვარის დაბნელება ემთხვევა არა მხოლოდ მარსის მოახლოვებას დედამიწასთან, არამედ მოვლენასთან, რომელსაც ის "პლანეტების მსვლელობას" უწოდებს - ჩვენი ციური მეზობლების მწკრივზე განლაგება, რის გამოც ასტრონომიის მოყვარულებს ვენერის, იუპიტერის, სატურნისა და მარსის შეძლებისდაგვარად კარგი ხედი ექნებათ.

საიდან შევძლებთ მთვარის სრული დაბნელების ხილვას?

იქ სადაც ცა მოწმენდილი და უღრუბლო იქნება, მთვარის დაბნელება თითქმის ყველა ადგილიდან გამოჩნდება, გარდა ჩრდილოეთ ამერიკისა.

მთვარის დაბნელება დაახლოებით მაშინ დაიწყება, როდესაც ის გაერთიანებული სამეფოსა და დასავლეთ ევროპის თავზე ამოვა. თუმცა ამინდის გათვალისწინებით საუკეთესო ხედი აღმოსავლეთ ევროპიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ აფრიკიდან და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან იქნება, საიდანაც მთვარის სრული დაბნელების ხილვა იქნება შესაძლებელი.

როგორც ასტრონომები განმარტავენ, დღეს მთვარე დედამიწიდან შორს იქნება ამიტომ ის საკმაოდ პატარა გამოჩნდება.

myquiz