ლოს-ანჯელესში გაგრილების მიზნით გზებს თეთრად ღებავენ | Allnews.Ge

ლოს-ანჯელესში გაგრილების მიზნით გზებს თეთრად ღებავენ

ლოს-ანჯელესში ქუჩებს თეთრად ღებავენ, რათა ქალაქი გააგრილონ. თეთრად შეღებილ ზედაპირს ტემპერატურის დაახლოებით -9 გრადუსი ცელსიუსით შემცირება შეუძლია.

როგორც ცნობილია, ასფალტის შავი ზედაპირი მზის სხივების 80-95%-ს შთანთქავს, რაც საქალაქო დასახლებებს ძალიან ცხელს ხდის და ქუჩებს დაახლოებით 65 გრადუს ცელსიუსამდე ახურებს. თუმცა ამ მაღალი ტემპერატურის შემცირება გზების თეთრად შეღებვით არის შესაძლებელი, რადგან თეთრი ზედაპირი მზის სხივების დიდ ნაწილს ისხლეტს.

თეთრი საღებავი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სათამაშო მოედნების, ველოსიპედის ბილიკებისა და სავალი ნაწილის შესაღებად. მასალა, რომლითაც ქუჩებს ღებავენ, 7 წლის განმავლობაში ძლებს და 1,6 კილომეტრი გზის შეღებვა 40 ათას დოლარი ჯდება. კომპანია, რომელიც გზებს ღებავს, ამბობს, რომ თეთრი ქუჩები ღამით ხილვადობასაც აუმჯობესებს და ამცირებს ელექტროენერგიას, რომელიც გარე განათებისთვის გამოიყენება.

myquiz