რატომ უნდა ვატაროთ ბავშვი ფორტეპიანოზე? - ახალი კვლევის შედეგები | Allnews.Ge

რატომ უნდა ვატაროთ ბავშვი ფორტეპიანოზე? - ახალი კვლევის შედეგები

88 კლავიშისა და ასეულობით სიმის წყალობით, სტანდარტული პიანინო მრავალ უნიკალურ ჟღერადობასა და ტონალობას გამოსცემს. ამ კომპლექსური სისტემის დაუფლება მხოლოდ ლამაზი მუსიკის შექმნის შესაძლებლობას არ გვაძლევს - ახალი კვლევის თანახმად, ფორტეპიანოზე დაკვრა ბავშვებში ენობრივი შესაძლებლობებსაც ხვეწს.

"არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ადრეულ ასაკში ფორტეპიანოსთან ხშირი კონტაქტი აძლიერებს ხმის დამუშავების უნარს, რომელიც არა მხოლოდ მუსიკის შედეგად გამოიყოფა, არამედ ნებისმიერ ენაზე საუბრისასაც", - გამარტა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის კოგნიტურმა ნეირომეცნიერმა ჯონ გაბრიელიმ.

მუსიკისა და ბავშვის განვითარების საკითხზე არსებულ კვლევაზე დაყრდნობით, ავტორები კონკრეტულად მიუთითებენ, რომ ფორტეპიანოს გაკვეთილებს შეუძლია, ბავშვებს დაეხმაროს გააძლიერონ ენის სწავლის უნარები, რადგან ბავშვის სმენა უკვე გავარჯიშებულია და შეუძლია, ადვილად განასხვავოს ჟღერადობის სხვადასხვა ტონალობა. როგორც ჩანს, ამის შედეგად, ბავშვებს სიტყვის წარმოთქმისას არსებული უმცირესი სხვაობის დაჭერა და გააზრებაც უმარტივებაც, რაც საკვანძო მომენტია ენის შესწავლის პროცესში.

კვლევის ჩასატარებლად მეცნიერებმა ცდისპირებად 74 მანდარინას ენაზე მოსაუბრე ჩინელი ბაღის ბავშვები შეარჩიეს, რომლებიც 4 ან 5 წლისები იყვნენ და ისინი 3 ჯგუფად დაყვეს. ერთ ჯგუფს კვირაში სამჯერ 45 წუთის ხანგრძლივობის ფორტეპიანოს გაკვეთილები უტარდებოდა, მეორე ჯგუფს იმავე ხანგრძლივობის კითხვის დამატებითი გაკვეთილები, მესამე ჯგუფს კი არც ერთი მათგანი.

6 კვირის შემდეგ ჯგუფებს შორის არანაირი თვალსაჩინო სხვაობა არ იყო კოგნიტური უნარების თვალსაზრისით (IQ, მეხსიერება ან კონცენტრაციის უნარი) - მაგრამ ფორტეპიანოს გაკვეთილების მქონე ჯგუფმა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მაინც აჩვენა. იმ თანატოლებთან შედარებითაც კი, რომლებსაც კითხვის დამატებითი გაკვეთილები უტარდებოდათ, ფორტეპიანოს ჯგუფმა გაცილებით უკეთ შეძლო იმ წარმოთქმულ სიტყვებში განსხვავების პოვნა, რომლებიც მხოლოდ ერთი თანხმოვნით გამოირჩეოდნენ ერთმანეთისგან - განმარტა ჯონ გაბრიელიმ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფორტეპიანოს და კითხვის ჯგუფებიც სჯობდნენ იმ ბავშვებს, რომლებსაც ამ 6 კვირის განმავლობაში არანაირი დამატები გაკვეთილები არ უტარდებოდათ.

კოგნიტური ნეირომეცნიერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცდა იმის თქმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ფორტეპიანოს გაკვეთილები ენის შესწავლის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

კვლევისას მიღებული შედეგები იმდენად თვალსაჩინო აღმოჩნდა, რომ პეკინის იმ სკოლამ, სადაც კვლევა ტარდებოდა, ბავშვებისთვის ფორტეპიანოს გაკვეთილების შეთავაზება განაგრძო, მას შემდეგ, რაც ექსპერიმენტი დასრულდა.

წყარო: TIME

myquiz