კიმ ჩენ ინს სინგაპურში საკუთარი ტუალეტი ჰქონდა წაღებული | Allnews.Ge

კიმ ჩენ ინს სინგაპურში საკუთარი ტუალეტი ჰქონდა წაღებული

კიმ ჩენ ინს სიგნაპურში, სადაც ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა,  საკუთარი ტუალეტი ჰქონდა წაღებული.

ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მოგზაურობის დროს თან ყოველთვის რამდენიმე ტუალეტი მიაქვს, მათ შორის ერთ-ერთი მის "მერსედესის" მარკის ავტომობილშიც არის.

Business Insider-ის ინფორმაციით, სამხრეთკორეული ონლაინ გამოცემა Daily NK, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთ კორეის ამბებზეა ორიენტირებული, 2015 წელს წერდა, რომ საპირფარეშო მხოლოდ კიმ ჩენ ინის პერსონალურ მატარებელში კი არა, ნებისმიერი ზომის ავტომობილშიც არის, რომლითაც ის მოგზაურობს და იმ სპეციალურად შექმნილ ავტომანქანებშიც, რომლითაც ის მთაში და თოვლში გადაადგილდება.

საინტერესოა, იმის გარდა, რომ კორეის ლიდერს საკუთარი სტატუსი არ აძლევს საზოგადოებრივი ტუალეტის გამოყენების საშუალებას, სხვა არა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს მის ახირებას?

ჩრდილოეთ კორეის გვარდიის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც ჩღდილოეთ კორეიდან გაიქცა, Washington Post-თან საუბარში განმარტა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გასაიდუმლოებულია.

"საზოგადოებრივი ტუალეტის გამოყენებისას, გამორიცხული არ არის, რომ ანალიზის ჩატარების შემთხვევაში მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მიიღონ", - აღნიშნა ლი იუნ კეოლმა.

myquiz