კაფე, სადაც მხოლოდ შშმ პირები მუშაობენ | Allnews.Ge

კაფე, სადაც მხოლოდ შშმ პირები მუშაობენ

ჩრდილოეთ კაროლინაში, უილმინგტონში მდებარე ეს კაფე ნამდვილად გამორჩეულია. Bitty & Beau-ში დსააქმებული ყველა ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობისაა. ბენ და ემი რაითებმა ეს კაფე მას შემდეგ გახსნეს, რაც აღმოაჩინეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების 70% დაუსაქმებელია. კაფეში მომუშავე უმეტესი თანამშრომლისთვის ეს პირველი სამუშაო ადგილია. კაფეში დაუნის სინდრომის, ცერემბრალური დამბლისა და აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები მუშაობენ.

ბენსა და ემის სურთ თანამშრომლებს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და რეალიზებაში დაეხმარონ, ისეთ სამსახურში დასაქმებით, სადაც მათ საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ანაზღაურების გამომუშავების შესაძლებლობა აქვთ.

კაფეს თანამშრომლები ესალმებიან კლიენტებს, იღებენ და ამზადებენ შეკვეთებს.

ბენსა და ემის 4 შვილიდან ორს დაუნის სინდრომი აქვს, სწორედ მათ საპატივცემულოდ დაარქვეს, ბენმა და ემიმ საკუთარ კაფეს სახელი. კაფეს დამაარსებლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დაუსაქმებლობის მაჩვენებელმა შეაშფოთა და გადაწყვიტეს საკუთარი წვლილი შეეტანათ, რათა მსოფლიო საცხოვრებლად უკეთესი ადგილი გაეხადათ საკუთარი შვილებისა და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის. მათი ერთ-ერთი მიზანია შეცვალონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების აღქმა სამუშაო ადგილას და დაეხმარონ მათ, იყვნენ უფრო მეტად დაფასებულნი და საზოგადოებაში ინტეგრირებულნი.

კაფეს მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი საქველმოქმედო ფონდში ირიცხება, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს სამუშაოს შოვნაში ეხმარება.

myquiz