6 რამ, რაშიც ფული არ უნდა დაგენანოთ | Allnews.Ge

6 რამ, რაშიც ფული არ უნდა დაგენანოთ

ფულის გონივრულად ხარჯვა ხშირად ჩვენს ნებისყოფასთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა მაღაზიებში ფასდაკლებებია, შენ კი შვებულებისთვის დანაზოგის გაკეთება გაქვს გადაწყვეტილი, თუმცა არსებობს რაღაცები, რაშიც ფულის გადახდა ღირს.

Business Insider-ზე დაყრდნობით გთავაზობთ 6 რამეს, რაშიც ფულის გადახდა არ უნდა დაგვენანოს:

განათლება

"საკუთარ თავში ინვესტიციის ჩადება ნამდვილად ღირს. ცოდნის გაფართოვებას შეუძლია ადამიანური კაპიტალის გაზრდა, რაც პირდაპირპროპორციულია იმისა, თუ რა რაოდენობის ხელფასის მოთხოვნა შეგიძლია დამსაქმებლისგან", - წერს გამოცემა.

მოგზაურობა

მოგზაურობა განტვირთვისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მას ადამიანისთვის სიხარული მოაქვს.

როგორც Business Insider-ი წერს, ადამიანები უფრო ბედნიერები არიან, როცა ფულს სხვა რაღაცების ნაცვლად, ახალი გამოცდილების მიღებაში ხარჯავენ.

მატრასი

ძილი ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, სრული კომფორტისთვის კი კარგი მატრასი გვჭირდება. იმისათვის, რომ დღეში 8-9 საათი უშფოთველად გვეძინოს, Business Insider-ი კარგი და კომფორტული მატრასის შეძენას გვირჩევს.

ტანსაცმელი, რომელიც გვიხდება

ტანსაცმელი, რომელიც ჩვენს სხეულს ვერ ერგება, როგორი ხარისხისაც არ უნდა იყოს, კარგად მაინც ვერ გამოიყურება, სწორედ ამიტომ,ისეთი ტანსაცმელი უნდა შევარჩიოთ, რომელიც მოგვიხდება. ამაში კი ფული არ უნდა დაგვენანოს.

სერვისები, რომლებიც დროის დაზოგვაში გვეხმარება

დრო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული რამაა, რასაც უკან ვერ დააბრუნებ. თუ სამსახურის გადატვირთული გრაფიკი სახლის დალაგების, მოწესრიგებისა და თუნდაც შეღებვის საშუალებას არ გვაძლევს, უმჯობესია, აღნიშნული სერვისების შესრულება სხვას დავავალოთ და ამაში თანხა გადავიხადოთ.

გამაჯანსაღებელი პროცედურები და საკვები

ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც საკუთარ ჯანმრთელობაში ფულის დახარჯვა არ სურს, ამიტომ ფიტნესის გაკვეთილები, ახალი ხილის წვენები და სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საშუალებები როგორც ორგანიზმის, ისე მენტალური ჯანმრთელობის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.

ნივთები, რომლებიც 2020 წელს აღარ იარსებებს

myquiz