რატომ არის მნიშვნელოვანი შაბათ-კვირას დიდხანს ძილი? | Allnews.Ge

რატომ არის მნიშვნელოვანი შაბათ-კვირას დიდხანს ძილი?

თუ შვილები ან შინაური ცხოველები გყავთ, უქმეებზე დილით დიდხანს ძილს ალბათ ვერ ახერხებთ, მაგრამ იცოდით, რომ ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მეცნიერების მტკიცებით, საკმარისი ძილი პირდაპირ კავშირშია დიდხანს სიცოცხლესთან. არასაკმარის ძილს კი ჯანმრთელობის მთელი რიგი პრობლემების გამოწვევა შეუძლია. მათ შორის, გულის პრობლემებისა და დეპრესიის.

"უქმეებზე ძილი გეხმარებათ იყოთ ჯანმრთელი", - ამბობს პროფესო ტორნიორნ აკერშტედტი, რომელმაც ძილის შესახებ კვლევა სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნა.

რა ხდება ორგანიზმში 24-საათიანი უძილობის დროს?

კვლევის ფარგლებში შვედეთში 43 880 ადამიანს დააკვირდნენ, მათ ეკითხებოდნენ თუ როგორ და რამდენ ხანს ეძინათ. როგორც აღმოჩნდა, ადამიანებში, რომლებსაც რეგულარულად სძინავს 5 ან უფრო ნაკლები საათი ღამე, მათ შორის შაბათ-კვირასაც, მაღალი იყო სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებსაც რეგულარულად 7 საათი ეძინათ. აქ აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ადამიანებში, რომლებსაც 8 და მეტ საათს სძინავთ, ასევე მაღალი იყო სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

თუმცა, კვლევამ ასევე ცხადყო, რომ ადამიანებში, რომლებსაც რეგულარულად 5 საათი ეძინათ, თუმცა, შაბათ-კვირას ერთგვარად ინაზღაურებდნენ უძილობას, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასევე დაბალი იყო.

ძილის დროს ადამიანის ტვინი სულაც არ ისვენებს - 8 მითი ძილის შესახებ

ძილი უნდა დააბალანსოთ რეგულარულად, თუ გსურთ რომ ჯანმრთელობას არ ავნოთ - ამბობენ ძილის ექსპერტები.

"ეს ჩვენი ბიოლოგიის აუცილებელი ნაწილია, ისევე როგორც მაგალითად, სუნთქვა. ეს აუცილებელი მოთხოვნილებაა", - განაცხადა ძილისა და ჯანმრთელობის კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკლ გრენდნერმა.

myquiz