როგორ დააჭკნო დამამცირებელმა სიტყვებმა მცენარე - იხილეთ ექსპერიმენტის შედეგები | Allnews.Ge

როგორ დააჭკნო დამამცირებელმა სიტყვებმა მცენარე - იხილეთ ექსპერიმენტის შედეგები

ეს ექსპერიმენტი ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ სკოლაში IKEA-ს ორგანიზებით ჩატარდა. ექსპერიმენტში მონაწილე მთავარი ცდისპირი ორი მცენარე იყო. ექსპერიმენტის მიზანი ბულინგთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება იყო. შესაბამისად, სკოლის მოსწავლეებს სთხოვეს, 30 დღის განმავლობაში ერთ-ერთი მცენარე გამუდმებით დაებულინგებინათ, გაეკრიტიკებინათ და მის მიმართ დამამცირებელი სიტყვები გამოეყენებინათ, მეორისთვის კი კომპლიმენტები ეთქვათ და გაემხნევებინათ.

30 დღის შემდეგ მიღებული შედეგი ბულინგის ძალაზე სათქმელს უსიტყვოდ ამბობს, რადგან მცენარე, რომელსაც კომპლიმენტებითა და ქებით ავსებდნენ, განაგრძობდა აყვავებას მაშინ, როდესაც ბულინგის მსხვერპლი მცენარე ჩამოჭკნა და გაყვითლდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფიზიკური თვალსაზრისით, ორივე მცენარე ერთნაირ გარემოში იყო და მათ ერთნაირად უვლიდნენ, უსხამდნენ ერთნაირი რაოდენობის წყალს. ერთადერთი სხვაობა იყო მათ მიმართ არსებული დამოკიდებულება და გამოთქმული სიტყვები.

myquiz