რჩევები მათ, ვისაც მთელი დღის გატარება შენობაში უწევს | Allnews.Ge

რჩევები მათ, ვისაც მთელი დღის გატარება შენობაში უწევს

ერთი დღით შენობიდან გაუსვლელობა, სავარაუდოდ, განსაკუთრებულ უარყოფით გავლენას არ იქონიებს თქვენს ჯანმრთელობაზე, თუმცა ზოგადად, დილიდან ღამემდე დახურულ სივრცეში გამოკეტვა კარგი აზრი არ არის. სახლში დარჩენა იმას გულისხმობს, რომ თქვენ საკმარისი რადენობით მზის სხივებს არ იღებთ. არადა მზის სინათლე აუმჯობესებს განწყობას და ორგანიზმს D ვიტამინის გამომუშავებაში ეხმარება, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ორგანიზმში ანთების განვითარების რისკს კი ამცირებს. გარდა ამისა, მას ბიოლოგიური საათი მწყობრში მოჰყავს.

ცირკადული რითმი მთავარ ფუნქციას ასრულებს მადის, ძილის განრიგისა და ენერგიის რეგულირებაში. კველევბმა აჩვენა, რომ ელექტროგანათების გადაჭარბებული მიღება სწორედ ამ ცირკადულ რითმს არღვევს.

ასევე ნუ დაგვავიწყდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სარგებელი, რომელსაც ბუნებაში დროის გატარებისას ვიღებთ: სიმწვანეში გარკვეული დროის გატარება ამცირებს დეპრესიას, გმატებთ ენერგიას და თქვენს კეთილდღეობის ხარისხს აუმჯობესებს. შოტლანდიაში, გლასგოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანების შემთხვევაში, ვინც ქუჩაში სეირნობს, დარბის ან ველოსიპედით გადაადგილდება მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის ნაკლები რისკის ქვეშაა, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც დარბაზში ან სახლში ვარჯიშობენ.

გასაგებია, რომ გარკვეულ დღეებში შეუძლებლად გეჩვენებათ დროის შენობის მიღმა გატარება, უბრალოდ ეცადეთ, რომ სახლში ან ერთ შენობაში ყოფნა ჩვევაში არ გადაგივიდეთ და გახსოვდეთ, რომ ეკოთერაპია, როგორც ამას ხშირად უწოდებენ, თქვენი გონებისა და სხეულისთვის სასარგებლოა.

myquiz