მითს, რომ ვაქცინა აუტიზმს იწვევს, მშობლები შეცდომაში შეჰყავს | Allnews.Ge

მითს, რომ ვაქცინა აუტიზმს იწვევს, მშობლები შეცდომაში შეჰყავს

ვაქცინაციის საწინააღმდეგო სათაურები, როგორიც არის მაგალითად, პაპილომავირუსის ვაქცინამ 17 წლის ბიჭის პარალიზება გამოიწვია, ინტერნეტში სულ უფრო პოპულარული ხდება. თუმცა ეს მცირე ნაწილია იმ მცდარი ინფორმაციისა, რომელიც სოციალურ ქსელში ვაქცინაციის წინააღმდეგ ვრცელდება.

მითი, რომ ვაქცინაციას აუტიზმის გამოწვევა შეუძლია, მცდარი მეცნიერების კიდევ ერთი აშკარა მაგალითია. 2018 წლის 28 თებერვალს პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნებულ სტატიას 20 წელი შეუსრულდა, რომელშიც ყოფილმა ბრიტანელმა ექიმმა ენდრიუ უეიქფილდმა ერთმანეთთან შეცდომით დააკავშირა წითელას, ყბაყურას, წითურას აცრა და აუტიზმი. სტატია, საბოლოოდ, თანაავტორებისა და ჟურნალის მიერ იქნა ამოღებული. უეიქფილდს კი ექიმის ლიცენზია ტყუილისა და უყურადღებობისთვის ჩამოერთვა.

ამის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოს იმუნიზაციისადმი ნდობის ასამაღლებლად ათწლეულები დასჭირდა.

სამწუხაროდ, მითი, რომ ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს, ჯერ კიდევ არსებობს.
ამან კი გაცილებით დიდი პრობლემები შეუქმნა მშობლებს, რომლებმაც შვილების აცრაზე უარი განაცხადეს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად, 2017 წელს მინესოტას შტატში წითელა გავრცელდა, სადაც ყოფილი ბრიტანელი ექიმის უეიქფილდის მოსაზრებას ბევრმა მშობელმა დაუჯერა და ბავშვი არ აცრა.

საქართველოში წითელას შემთხვევები გაიზარდა - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

პრობლემებს მხოლოდ წითელა არ ქმნის, რადგან აშშ-ში გრიპის ვირუსის გამო ყოველწლიურად 5 წლამდე 100-დან 300 ბავშვამდე იღუპება და მათ 85%-ს გარდაცვლების მომენტისთვის აცრა გაკეთებული არ აქვს.

რამ შეიძლება დაიცვას მშობლები და ბავშვები მსგავსი სახის მცდარი მეცნიერებისგან?

ნდობა, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტ მნიშვნელობას ასრულებს, რათა ადამიანებმა თანხმობა განაცხადონ ისეთ ინტერვენციაზე, როგორიც აცრაა. შეტყობინების გამგზავნი უფრო დიდ როლს ასრულებს, ვიდრე თავად შეტყობინება. ასე რომ, სანდო, წამყვანი ჯანდაცვის თანამშრომლების, ოჯახის ან მეგობრების რჩევა ხშირად უფრო დიდ გავლენას ახდენს ადამიანის პოზიციაზე, ვიდრე ოფიციალური წყაროების მშრალი ფაქტები.

საბედნიეროდ, ნდობის მოპოვებაც ისევე, როგორც დაკარგვა დროთა განმავლობაში შესაძლებელია, როგორც ეს გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში მოხდა, რომელმაც შეძლო და იმ საბედისწერო სტატისს შემდეგ, იმუნიზაციისადმი ნდობა იმდენად აამაღლა, რომ ბოლო შედეგებით წითელას აცრა 95%-მა გაიკეთა.

myquiz