რომელ ქვეყანაში სძინავთ ყველაზე მეტხანს? | Allnews.Ge

რომელ ქვეყანაში სძინავთ ყველაზე მეტხანს?

ძილს ყველაზე ნაკლებ დროს იაპონელები, ყველაზე მეტს კი ახალზელანდიელები უთმობენ.

კომპანია Sleep Cycle-მა საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩაატარა. მან სხვადასხვა ქვეყნებში ძილისთვის განკუთვნილი დრო, ხარისხი და ხასიათი ერთმანეთს შეადარა. მათ ეს მონაცემები სმარტფონების სპეციალური აპლიკაციით შეაგროვეს, რომელსაც 18–55 ასაკის 941 300 ადამიანი იყენებდა.

კვლევის მიხედვით, რომელიც Science Advances-ში გამოქვეყნდა, ხშირად ქალებს უფრო დიდხანს სძინავთ, ვიდრე მამაკაცებს. ყველაზე ცუდი მდგომარეობა კი საშუალო ასაკის მამაკაცებშია.

საბოლოოდ გაირკვა, რომ ნიდერლანდები ძილს საშუალოდ 8 საათსა და 12 წუთს უთმობენ, საფრანგეთში 8 საათს სძინავთ, ბრიტანეტში 8 საათზე ცოტა ნაკლებით, სინგაპურსა და იაპონიაში კი საშუალოდ 7 საათსა და 24 წუთს.

"ადამიანს დაწოლიდან 30 წუთში უნდა ჩაეძინოს" - ძილის პრობლემებზე პროფესორი ლია მაისურაძე საუბრობს

კვლევის მსვლელობისას შემდეგი ტენდენციებიც შეინიშნებოდა: ადამიანები, რომლებიც დროის დიდ ნაწილს დღის შუქზე ატარებენ, უფრო ადრე იძინებენ; ასევე გაირკვა, რომ ძილის ხასიათი ასაკთან ერთადაც იცვლება – ახალგაზრდებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაძინება – გაღვიძება, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმი ამის შესაძლებლობას კარგავს. ცნობილია ისიც, რომ არარეგულარული ძილი, ანუ სხვადასხვა ცვლებში მუშაობა, სხვადასხვა დაავადებებს იწვევს, მათ შორის მე–2 ტიპის დიაბეტსაც.

ამასთან, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ძილის დროს არსებითად განსაზღვრავს ქვეყანაში საერთო წესებით მიღებული დაძინების დრო. ბუნებრივია, რაც უფრო გვიანაა მიღებული დაძინება, მით უფრო ნაკლები დრო გვრჩება ძილისთვის.

პროფესორი დენიელ ფორჯერი "ბიბისისთან" საუბარში აღნიშნავს, რომ თანამედროვე საზოგადოება უფრო და უფრო გვიან დაძინებას გვაიძულებს, ჩვენი ბიოლოგიური საათი კი გვებრძვის დილას ადრე გავიღვიძოთ, საბოლოოდ ჩვენი ძილის ხანგრძლივობა იკლებს, რაც "ძილის გლობალურ კრიზისს" იწვევს.

პრობლემები, რომლებსაც ძილის წინ სმარტფონის გამოყენება შეგიქმნით

myquiz