პირველი ლაინერი, რომელმაც ამერიკიდან ავსტრალიამდე მდოგვის ზეთით იფრინა | Allnews.Ge

პირველი ლაინერი, რომელმაც ამერიკიდან ავსტრალიამდე მდოგვის ზეთით იფრინა

კომპანია Qantas-ის ლაინერმა ისტორიული ფრენა შეასრულა და ამერიკის შეერთებული შტატები-ავსტრალიის რეისის შესრულებისას საწვავად მდოგვის ზეთი გამოიყენა. ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ლოს-ანჯელესი-მელბურნის რეისი იყო, რომლის მგზავრებმა არც იცოდნენ, რომ ბოინგის ავზი ნავთის ნაცვლად მდოგვის ზეთით იყო სავსე.

როგორც ცნობილია, აღნიშნული საწვავი ატმოსფეროში ნახშიროჟანგის გამოყოფას 7%-ით ამცირებს.

აღსანიშნავია, რომ ფრენა, მგზავრობა და ენერგიის გამომუშავება ბიოსაწვავის მეშვეობით, სიახლე სულაც არ არის. ბრაზილიაშია ავტოპარკის დიდი ნაწილი უკვე დიდი ხანია ეთანოლის მეშვეობით გადაადგილდება, რომელსაც შაქრის გადამუშავების შედეგად იღებენ. ევროკავშირმა კი საკუთარ მიზნად დაისახა, რომ 2020 წლისთვის ყოველი მეათე ავტობუსი, ავტომობილი და თვითმფრინავი ბიოსაწვევზე გადაიყვანოს, თუმცა მნიშვნელოვან პრობლემას წააწყდა, რადგან მსგავს საწვავს რთულად თუ უწოდებ სწრაფად განახლებადს.

საინტერესოა, მდოგვის ზეთის პარალელურად, კიდევ რა ბიოსაწვავის აღმოჩენა შეძლო ადამიანმა.

2017 წლის ნოემბერიდან ლონდონის ზოგიერთი საქალაქო ავტობუსი მუშაობს საწვავზე, რომელიც ყავისგან მიიღება. უფრო კონკრეტულად კი ზეთისგან, რომელიც ყავის გადამუშავებისას მიიღება. ლონდონის ავტობუსები მცენარეულ ზეთსაც იყენებენ, რომელიც თევზისა და კარტოფილი ფრის შეწვის შემდეგ რჩება.

ლონდონის წითელი ავტობუსები ყავის ნალექისგან დამზადებულ საწვავზე გადადიან

საინტერესოა ამ მხრივ კიდევ ერთი შემთხვევაც. 2016 წლის გაზაფხულზე წყალმა 9-მეტრიანი მკვდარი ვეშაპი გამორიყა. ინგლისის საგრაფო დევონის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ვეშაპი ბიოსაწვავის მისაღებად გამოეყენებინა. ვეშაპის მკვდარი სხეული ადგილობრივ ქარხანაში გადაიტანეს, სადან ძუძუმწოვრისგან ზეთი გამოწურეს, დარჩენილი ხორცი კი მომავალში ასევე ბიოსაწვავის მიღების მიზნით შეინახეს.

დანიაში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში კრემატორიუმები ჭარბ ენერგიას ყიდიან. ერთი კრემაციის შედეგად, იმდენი ენერგია გამოიყოფა, რომელსაც ერთი საათის განმავლობაში 1 500 ტელევიზორის ენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია.

ცოცხალ ადამიანსაც შეუძლია იყოს ენერგიის წყარო. ლას-ვეგასში დამონტაჟებულია ფარნები, რომელიც კინეტიკური ენერგიის შედეგად მიღებული ენერგიის საშუალებით მუშაობს, ენერგიის გამომუშავება ფეხით მოსიარულე ადამიანებისა და ტროტუარებზე დამონტაჟებული პანელების მეშვეობით ხდება. ერთი ნაბიჯის შედეგად 4-დან 8 ვატამდე ენერგიის გენერირებაა შესაძლებელი.

კომპანია Celtic Renewables-მა ვისკიზე მომუშავე ავტომობილები შექმნა.

myquiz