5 პროდუქტი მათთვის, ვისაც სურს მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს | Allnews.Ge

5 პროდუქტი მათთვის, ვისაც სურს მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს

ასაკის მატება ადამიანის სახის კანზე ყველაზე მეტად აისახება. სახის კანის გამოსაცოცხლებლად და გასაჯანსაღებლად უამრავი სამედიცინო და კოსმეტიკური პროცედურის ჩატარებაა შესაძლებელი. თუმცა, მედიკოსები გვირჩევენ, კანზე სახლის პირობებშიც ვიზრუნოთ. კერძოდ, Health.com-ი გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომელთა ხშირი მიღება აფერხებს კანის დაბერების პროცესს. ეს პროდუქტებია:

ავოკადო - ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ოლეინის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს კანის ტენიანობის შენარჩუნებას.

მოცვი - ეს ხილი შეიცავს C და E ვიტამინებს, რომელიც სახის კანს სიჯანსაღეს მატებს.

დერმატოლოგის რჩევები აკნესთან საბრძოლველად

ბროწეული - ბროწეულის მარცვლები შეიცავს ანტოციანებს და სასარგებლო მჟავას, რაც კოლაგენების წარმოებას უწყობს ხელს და ამცირებს ულტრაიისფერი გამოსხივებით მიყენებულ ზიანს.

საზამთრო - ეს ხილი შეიცავს წითელ პიგმენტებს, რომელიც ასევე ამცირებს ულტრაიისფერი გამოსხივებით მიყენებულ ზიანს და სახეზე ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს.

ლობსტერი - იგი შეიცავს ისეთი სახის ვიტამინებს, რაც კანის აღდგენით პროცესებს ხელს უწყობს და კურნავს აკნეს.

როგორ ავიცილოთ თავიდან ზამთრის პერიოდში 21-ე საუკუნის დაავადება

myquiz