ცხარე საკვებს მშობიარობის პროვოცირება შეუძლია? - მითები ორსულობისა და მშობიარობის შესახებ | Allnews.Ge

ცხარე საკვებს მშობიარობის პროვოცირება შეუძლია? - მითები ორსულობისა და მშობიარობის შესახებ

ზოგიერთი მითი მშობიარობისა და მისი მიმდინარეობის შესახებ ძალიან ადრე ჩამოყალიბდა და ჩვენს ცნობიერებაში მოულოდნელად ძლიერაა ჩარჩენილი. ვნახოთ, რომელი მათგანია ყველაზე მეტად მოშორებული რეალობას.

1. პირველი ორსულობისას მშობიარობა 9 თვეს სცილდება

სიმართლე ისაა, რომ პირველი ორსულობისას ბავშვების მხოლოდ 4% იბადება დროულად, მოცემულ ვადებში. ძალიან ხშირად, მშობიარობა 9 თვეს სცილდება, მაგრამ ბავშვის არც ადრე გაჩენაა იშვიათი შემთხვევა. ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა აშშ-ში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური კოლეჯის პროფესორი ალენ დაუნი, რომელმაც 2002 წლის გამოკითხვის შედეგები გაანალიზა. დაუნიმ ნამდვილად დაადგინა, რომ პირველი ორუსოლობისას მშობიარობა დადგენილ ვადაზე გვიან ხდება, ვიდრე მომდევნო ორსულობისას, თუმცა მისი თქმით, სხვაობა საშუალოდ 16 საათს შეადგენს. როგორც ვხედავთ, სხვაობა არც ისე დიდია, რომ ვთქვათ, თითქოს მტკიცება, რომ პირველი ორსულობისას ბავშვები რამდენიმე დღის, ზოგ შემთხვევაში კი კვირის დაგვიანებით ჩნდებიან, სიმართლეს შეესაბამება. რა თქმა უნდა, მსგავს ისტორიებს ხშირად მოისმენთ, მაგრამ თუ საერთო ტენდენციაზე ვსაუბრობთ ერთეული მაგალითები არ გამოგვადგება.

2. ცხარე საკვებს მშობიარობის პროვოცირება შეუძლია

როდესაც მშობიარობის წინასწარგათვლილი თარიღიც გადის, ბავშვი კი გაჩენას არ ჩქარობს, ქალების ნაწილი აღნიშნულ პროცესზე კონტროლის დამყარებას საკუთარი ხერხებით ცდილობს. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ამერიკელი ქალბატონების ერთი მეხუთედი, რომელიც მშობიარობის პროვოცირებას ცდილობს, ცხარე საკვებს ეტანება.

ამ გადაწყვეტილების უკან ასეთი თეორია დგას: ცხარე საკვებს პერისტალტიკის გაძლიერება შეუძლია. პერისტალტიკა საყლაპავი მილის, კუჭის, ნაწლავებისა და შარდსადენი მილის ტალღისებრ შევიწროვება-გაფართოვებას გულისხმობს. ცხარე საკვებით მშობიარობის პროვოცირების მომხრე ქალბატონები ფიქრობენ, რომ პერისტალტიკა საშვილოსნოსაც შეეხება და ბავშვის გაჩენას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული მეთოდი მეცნიერული თვალსაზრისით არასდროს შესწავლილა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, მართლა შეუძლია თუ არა ცხარე საკვებს მშობიარობის პროვოცირება, აქ ადამიანის ორგანიზმის ცხარე საკვებისადმი მდგრადობა მაინც გასათვალისწინებელია. იმ შემთხვევაში, თუ ცხარე საკვები თქვენი ყოველდღიური რაციონის ნაწილია, არსებობს ეჭვი, რომ ის მშობიარობის პროცესის გამოწვევაში ვერ დაგეხმარებათ.

3. სანაყოფე წყლები ყოველთვის მოულოდნელად და დიდი რაოდენობით იღვრება

ფილმებში ხშირად ვხედავთ, რომ მსახიობი, რომელიც ორსულობის უკანასკელ დღეებში მყოფ პერსონაჟს ასახიერებს, შეშინებულ სახეს იღებს, იმის გამო, რომ, როგორც ჩვენ ვხვდებით, დიდი რაოდენობით წყლები დაღვარა, მაშინვე იწყება მშობიარობის ტკივილები და ის სასწრაფოდ გადაჰყავთ საავადმყოფოში.

სინამდვილეში, ყველაფერი ეს, როგორც წესი, ასე არ ხდება. ტკივილები შეიძლება წყლების დარღვრამდე დაიწყოს, ზოგჯერ ტკივილები საერთოდ არ იწყება და ექიმებს ამის ხელოვნური გზით სტიმულირება უწევთ.

იშვიათ შემთხვევაში, მემბრანა საერთოდ არ სკდება და ბავშვი მემბრანით იბადება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, თუ ორსულმა წყლები დაღვარა და ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულ ვადებს ემთხვევა მშობიარობა მალე დაიწყება.

ერთმა მნიშვნელოვანმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალების სამი მეოთხედი, რომლებმაც წყლები დაღვარეს ბავშვს უახლოეს 24 საათში აჩენენ, მათ შორის ბევრი რაიმე სახის სტიმულირების გარეშე.

გასათვალისწინებელია, რომ ისინიც ვინც ხშირ შემთხვევაში დიდი რაოდენობის წყლების დაღვრას ელოდება, უბრალოდ იმედგაცრუებული დარჩება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს მშობიარობის დაწყების ერთ-ერთი პირველი მანიშნებელია, მისი რაოდენობა მაინც შესაძლოა უმნიშვნელო იყოს.

myquiz