როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში - წაიკითხეთ სპეციალისტების რჩევები | Allnews.Ge

როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში - წაიკითხეთ სპეციალისტების რჩევები

ტემპერატურის კლებასა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად კანთან დაკავშირებით ყველა ქალს თითქმის ერთნაირი პრობლემები ეწყება - კანის გამოშრობა, აქერცვლა, დასკდომა, სიწითლე, გამონაყარი და ა.შ.

მშრალი ჰაერი და დაბალი ტემპერატურა ეპიდერმისის (კანის ზედა ფენა) გამოშრობას იწვევს, რაც შემდგომში აკნეს წარმოშობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახის კანი მუდმივად დავიტენიანოთ. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენი დამატენიანებელი ეფექტური აღარ არის, დროა, მის შეცვლაზე იფიქროთ.

როგორ ვიკვებოთ, რომ ზამთარში ორგანიზმი არ გამოიფიტოს - ექიმების რჩევები

მოგეხსენებათ, რომ სხვადსხვა ტიპის კანს განსხვავებულად მოვლა სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება დამატენიანებლებს. Elle-ს ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე ნორმალურ კანს ლოსიონებზე მეტად დამატენიანებლები ესაჭიროება, - "ნორმალური კანის შემთხვევაში კი გაცხიმიანების ნუ შეგეშინდებათ," - აღნიშნულია გამოცემის ერთ-ერთ სტატიაში.

Vogue კი ზამთარში კანის მოვლის რამდენიმე რჩევას გვთავაზობს:

1. ეცადეთ, პარფიუმის შემცველი პროდუქცია არ გამოიყენოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, რადგან ამან შეიძლება, მისი გაღიზიანება გამოიწვიოს.

2. ეცადეთ, რომ სახეზე მჟავის შემცველი ბევრი პროდუქტი არ დაიტანოთ. ასევე რეკომენდებული არ არის თხილის ექსტრაქტის მქონე საშუალების, სპირტისა და უხარისხო ტონიკის გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ პროდუქციას მაინც იყენებთ, ეცადეთ, რომ სახის კარგი დამატენიანებელი შეარჩიოთ, რომ მათი მავნე ზემოქმედების კომპენსირება მოხდეს.

3. პროდუქტი, რომელსაც შეარჩევთ, უმჯობესია, რომ ერთი პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული იყო, რადგან მისმა მრავალფეროვანმა შემცველობამ, შესაძლოა, კანზე სხვა პრობლემები გამოიწვიოს. მაგალითად, თუ სახის კრემის ჩამონათვალში 30-50 ინგრედიენტი წერია, მათ გამოყენებას თავი აარიდეთ.

4. დამატენიანებლები, რომელთა შემცველობაშიც ბოსტნეულის ექსტრაქტი, მაღალი ხარისხის გლიცერინი და თხილის კარაქია, ეფექტურობით გამოირჩევა. ასევე, მწვანე ჩაი სავსეა ანტიოქსიდანტებით და კანისთვის საუკეთესო შედეგს იძლევა.

20 ჩვევა, რაც სახის კანს ანადგურებს

აღნიშნული რჩევების გამოყენება კანის მოვლის პროცესში ძალიან დაგეხმარებათ. თუ თქვენთვის ჯანმრთელი სახის კანი ძალიან მნიშვნელოვანია, ის დაბანის შემდეგ აუცილებლად უნდა დაიტენიანოთ. ასევე, როგორც წესი, ზამთარში ნაკლებ წყალს და ბევრ ცხელ სასმელს მივირთმევთ ხოლმე, რაც სწორი არჩევანი არ არის, რადგან წყლის მიღება კანის დატენიანების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ეცადეთ, რომ სახლში დამზადებული დამატენიანებელი ნიღბების ნაცვლად მაღალი ხარისხის ქარხნული წესით დამზადებული პროდუქცია გამოიყენოთ, რადგან დაშვებულმა შეცდომამ, რომელიც თქვენს კანზე აისახება, შესაძლოა, მთელი ზამთრის განმავლობაში პრობლემები შეგიქმნათ.

myquiz