ლონდონის წითელი ავტობუსები ყავის ნალექისგან დამზადებულ საწვავზე გადადიან | Allnews.Ge

ლონდონის წითელი ავტობუსები ყავის ნალექისგან დამზადებულ საწვავზე გადადიან

სახელგანთქმული ლონდონური წითელი ავტობუსები დღეიდან ნაწილობრივ გადადიან ბიოსაწვავის ახალ ტიპზე, რომელიც ყავის ნალექისგან არის დამზადებული. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.

საწვავის ახალი ტიპი კომპანია bio-bean-მა Dutch Shell-ის დახმარებით შექმნა. ის ყავის ნალექსიგან დამზადებული ყავის ზეთისა და ჩვეულებრივი დიზელის ნარევს წარმოადგენს.

"ეს ნათელი მაგალითია იმის, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ ნარჩენებს როგორც გამოუყენებელ რესურსს განვიხილავთ", - განაცხადა bio-bean-ის დამფუძნებელმა არტურ კეიმ.

მისი თქმით, საშუალო სტატისტიკური ლონდონელი დღეში 2-3 ფინჯან ყავას სვამს, წელიწადში კი ყავის მოყვარულები 200 ათას ტონაზე მეტ ყავის ნალექს "ქმნიან".

წლის განმავლობაში ერთი ავტობუსის საწვავით სრულად უზრუნველსაყოფად ლონდონელებს 2,55 მილიონი ფინჯანი ყავის დალევა მოუწევთ.

myquiz