რის ფასებს ეძებენ საქართველოში ყველაზე ხშირად "გუგლში"? | Allnews.Ge

რის ფასებს ეძებენ საქართველოში ყველაზე ხშირად "გუგლში"?

ბრიტანულმა გამოცემა Independent-მა "გუგლში" ძიების მიხედვით მსოფლიოს რუკა შეადგინა და საკმაოდ საინტერესო სურათი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ თემებში მსგავსების შემთხვევებიც იყო, რუკა მაინც ჭრელი გამოვიდა.

თანამედროვე კულტურაში ზოგიერთი ქვეყანა კონკრეტულ თემასთან ან ნივთთან ასოცირდება, მაგალითად, გერმანია - ლუდთან, თურქეთი - ხალიჩებთან, იაპონია - ელექტრომოწყობილობებთან და ასე შემდეგ. თუმცა, Independent-ის ცნობით, ეს ქვეყნები სულ სხვა რამეს ეძებენ "გუგლში".

ცოტა ხნის წინ საყოფაცხოვრებო ფასებით დაინტერესებულმა ვებგვერდმა Fixr.com-მა მსოფლიო რუკა შექმნა ერთი კითხვის - რა ღირს ... ამ ქვეყანაში - მიხედვით.

როგორც გაირკვა, რუსეთში ყველაზე ხშირად ინტერესდებიან რა ღირს "მიგ"-ით ფრენა რუსეთში, ბრაზილიაში" რა ღირს პროსტიტუცია ბრაზილიაში", კორეაში "რა ღირს რინოპლასტიკა" და ა.შ. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველოში ყველაზე მეტად გვაინტერესებს ავტომობილების ფასები. იხილეთ გაგრძელება

myquiz