ალბერტ აინშტაინის "ბედნიერების თეორია" აუქციონზე გაიყიდა | Allnews.Ge

ალბერტ აინშტაინის "ბედნიერების თეორია" აუქციონზე გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის ორი ჩანაწერი, რომლებიც ბედნიერი ცხოვრების მისეულ თეორიას აღწერდა, იერუსალიმში აუქციონზე 1.56 მილიონ დოლარად გაიყიდა.

აინშტენმა აღნიშნული ჩანაწერები 1922 წელს ტოკიოში კურიერს ჩაის ნაცვლად გადასცა და თან უთხრა, რომ თუ ის საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდებოდა, ჩანაწერები მომავალში ღირებულებას შეიძენდა.

გერმანიაში დაბადებულ მეცნიერს სალექციო ტური ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც ის იაპონიაში იმყოფებოდა, როდესაც ნობელის პრიზის მფლობელი გახდა. აღნიშნული სასიხარულო ცნობა მას კურიერმა მიუტანა, რომელსაც ფულის ნაცვალდ აინშტანმა ჩანაწერები გადასცა.

ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ სასურველი მიზნის მიღწევის შემდეგად, შესაძლოა, რომ ბედნიერების განცდა არ დაგვეუფლოს.

ჩანაწერში წერია ერთი წინადადება გერმანულად: "მშვიდი და თავმდაბალი ცხოვრება იმაზე მეტ ბედნიერებას მოგიტანს, ვიდრე წარმატების ძიება და მასთან დაკავშირებული მუდმივი მოუსვენრობა".

მეორე ჩანაწერში კი რომელიც იმავე დროს არის დაწერილი ვკითხულობთ: "როდესაც არის სურვილი, არის გზაც"- მხოლოდ ეს ჩანაწერი აუქციონზე 240 ათას დოლარად გაიყიდა.

აუქციონზე ჩანაწერებისთვის გაკეთებული შეთავაზებები მათ პირველად ფასს ბევრად აღემატებოდა. ერთ-ერთი ჩანაწერი ევროპელმა იყიდა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

ჩანაწერები კი აუქციონზე კურიერის ძმისშვილმა გაიტანა.

myquiz