ნოტინგ-ჰილის 2017 წლის კარნავალი - ისტორია ფოტოებში | Allnews.Ge

ნოტინგ-ჰილის 2017 წლის კარნავალი - ისტორია ფოტოებში

ყოველწლიურად აგვისტოს ბოლოს ლონდონის ერთ-ერთ რაიონში ნოტინგ-ჰილში კარნავალი იმართება. იგი ევროპაში ყველაზე მასშტაბური კარნავალია, მსოფლიოში კი მხოლოდ რიო-დე-ჟანეიროს კარნავალს ჩამორჩება.

კარნავალის ისტორია 1960 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც კარიბის აუზის ქვეყნების წარმომადგენლები ნოტინგ-ჰილის რაიონში იკრიბებოდნენ. პირველი კარნავალების ლოზუნგი იყო "ერის თავისუფლებას მისი კულტურა შობს".

ფესტივალის ტრადიციულ ნაწილს ფერადი ბრძოლები წარმოადგენს.

კარნავალისთვის განკუთვნილ ფორმებს მთელი წლის განმავლობაში ამზადებენ.

ფესტივალის პირველ დღეს საბავშვოს უწოდებენ. ამ დღეს ათასობით ბავშვი და მოზარდი იღებს მონაწილეობას მსვლელობაში, რომელიც დილის 9 საათზე იწყება და საღამომდე გრძელდება.

ტრადიციის მიხედვით კვირას ფესტივალს ოჯახებით სტუმრობენ.

ამ დღეებში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული.

წელს კი კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ფესტივალის ჩატარება იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ივნისში გრენფელ-თაუერის შენობა დაიწვა, ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების უპატივცემულობა იქნებოდა.

თუმცა, ტრადიციული ღონისძიება მაინც ჩატარდა. კარნავალის მონაწილეებმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს, რის შემდეგაც თეთრი მტრედები გაუშვეს.

სოლიდარობის გამოსახატავად და გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად ხანძრის ადგილას ქალაქის მერი სადიკ ხანიც მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, ფესტივალს პოლიტიკოსები და მაღალჩინოსნები არ ესწრებიან.

ფესტივალი შაბათს დაიწყო და 28 აგვისტოს დასრულდება.

myquiz