რა მოუვა ნიუ-იორკს გლობალური დათბობის შემთხვევაში | Allnews.Ge

რა მოუვა ნიუ-იორკს გლობალური დათბობის შემთხვევაში

ინტერნეტ სივრცეში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხო ვიდეო გავრცელდა. "Claire&Max"-ის მიერ შექმნილ რამდენიმეწუთიან ვიდეომასალაზე ნაჩვენებია ნიუ-იორკი წყალდიდობის შემთხვევაში. მეცნიერთა მტკიცებით, ამერიკელ ხალხს ამ მოვლენამდე სულ რაღაც 60-80 წელი აშორებს თუ ტემპერატურამ აღნიშნული ტემპებით ზრდა განაგრძო.

ვიდეოს "Two °C"-ჰქვია - ავტორებმა აღნიშნული სახელი პარიზის შეთანხმების პირობებიდან გამომდინარე შეარჩიეს, რომლის მთავარი მიზანი იყო არ დაეშვათ, მსოფლიოს ტემპერატურის მატება.

"ეს ვიდეო განგაშის ფუნქციას უნდა ასრულებდეს, რათა ადამიანებმა უფრო მძაფრად გაიაზრონ მოსალოდნელი საფრთხე. პარიზის შეთანხმება მიზნად ისახავს, არ დაუშვას მსოფლიო ტემპერატურის ზრდა სწორედ ამ 2 გრადუსით, რაც საკმაოდ სახიფათო შეიძლება აღმოჩნეს. არაა საჭირო ვიყოთ ექსპერტი, რომ მივხვდეთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უგუნური გადაწყვეტილება მიიღო"- განაცხადა მაქსმა DailyMail-ისთან საუბარში.

myquiz