ავტომობილები, რომელშიც 4-წლიანი პერიოდის განმავლობაში არავინ დაღუპულა | Allnews.Ge

ავტომობილები, რომელშიც 4-წლიანი პერიოდის განმავლობაში არავინ დაღუპულა

უკანასკენელ პერიოდში საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მსხვერპლის გაზრდილი რაოდენობის შესახებ სულ უფრო ხშირად გვესმის.

ამ ფონზე, მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ავტომობილით მგზავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კვლევებმა 11 სხვადასხვა მარკისა და მოდელის მანქანა გამოავლინა, რომელშიც 4-წლიანი პერიოდის განმავლობაში, არავინ დაღუპულა.

ანგარიში საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტის მიერ 2012-2015 წლების ავტოსაგზაო შემთხვევების მონაცემებზე დაყრდნობითაა მომზადებული.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ყველაზე უსაფრთხო ავტომობილებად მიიჩნევა:

• Audi Q7 SUV

• Volkswagen (VLKAF) Tiguan

• Toyota Tacoma Double Cab

• Mazda CX-9

• Audi A6

• Jeep Cherokee

• BMW 535 i and is

• BMW 535xi

• Lexus RX 350

• Lexus CT 200h

• Mercedes-Benz M-class SUV

დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას პატარა, მსუბუქი ავტომობილის მგზავრებს უფრო დიდი საფრთხე ემუქრებათ. შესაბამისად, ავტოკატასტროფის დროს, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, სწორად პატარა ავტომობილების შემთხვევაშია დაფიქსირებული. პირველ სამ ადგილს ამ მხრივ, Hyundai Accent, Kia Rio და Toyota's Scion tC იკავებენ.