პროდუქტები, რომლებიც ჰორმონულ ბალანსზე მოქმედებს | Allnews.Ge

პროდუქტები, რომლებიც ჰორმონულ ბალანსზე მოქმედებს

E ვიტამინი - ძლიერი ანტიოქსიდანტია. მას შეიცავს მზესუმზირის, სოიოს ზეთი, ნაღების კარაქი, მზესუმზირა, ნუში, პარკოსანი კულტურები, ნიგოზი, ბროკოლი, მწვანილი, ქაცვი, ასკილი.

მაგნიუმი - გვეხმარება გაღიზიანებასთან, შფოთვასთან, ხასიათის ცვალებადობასთან, უძილობასთან, პრემენოპაუზასთან და მენსტრუალურ სპაზმებთან გამკლავებაში. მისი წყაროა: ნუში, ისპანახი, გოგრის თესლი, ოსპი, ავოკადო, ლეღვი, კაკაო.

ფიტოესტროგენები შეუცვლელია მენოპაუზის პერიოდში. მას შეიცავს ნიგოზი, სელის თესლი, ასკილი, პიტნა, სალბი, ბარამბო, კრაზანა.

ცხოველური ცილა არეგულირებს პროგესტერონის გამომუშავებას. საყურადღებოა ამ მხრივ ხორცი, თევზი, კვერცხი.

C ვიტამინი, ფოლის მჟავა, კაროტინი, უჯრედისი - ამ პროდუქტებით მდიდარია ბოსტნეული, კომბოსტო, ბროკოლი, ბოლოკი, მდოგვი.

B ჯგუფის ვიტამინები ახდენენ ნივთიერებათა ცვლის ოპტიმიზაციას და საჭიროა ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის. ამ ვიტამინებს შეიცავს ნიგოზი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ღვიძლი, წიწიბურა, გარგარი, ფინიკი, კვერცხის გული, ფრინველის, საქონლის, ბატკნის, ღორის ხორცი, ხიზილალა, ყველი.

ბორი მამაკაცისა და ქალის სასქესო ჰორმონების ნორმაში შენარჩუნებას უწყობს ხელს. მას შეიცავს ყურძენი, მსხალი, სტაფილო, ვაშლი, ჭარხალი, შავი ქლიავი, პარკოსნები, თაფლი, ნიგოზი.

კალციუმი აუცილებელია ქალებისთვის მენოპაუზის პერიოდში. მას შეიცავს: ხაჭო, ყველი, იოგურტი, მაწონი, ნადუღი, არაჟანი, კეფირი, ნუში, ბროკოლი, პარკოსნები, ისპანახი, კომბოსტო, ლეღვი, ორაგული.

უჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3 გვეხმარება დეპრესიის, მენსტრუალური ტკივილის დაძლევაში, არეგულირებს ჰორმონების გამომუშავებას. მისი წყაროა თევზი, თევზის ქონი, სელის თესლი.

 

ლალი ჩხიკვაძე

myquiz