მეცნიერებმა სურდოს პირველი მტერი დაასახელეს
ამერიკელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მუდამ გაღიზიანებული და ნერვიული ადამიანები სურდოთი უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მხიარულები. რინოვირუსი, სურდოს ერთ-ერთი გამომწვევი, მკვლევარებმა 334 მოხალისეს შეაფრქვიეს.
მათ, ვინც უფრო ხშირად იყო კარგ გუნებაზე და ხალისობდა, სურდოს სიმპტომები 3-ჯერ ნაკლებად აღენიშნათ, ვიდრე მოწყენილებსა და ნერვიულებს.