მაკიაჟის მოცილების 8 საუკეთესო მეთოდი | Allnews.Ge

მაკიაჟის მოცილების 8 საუკეთესო მეთოდი

მაკიაჟი, როგორი ხარისხიანიც არ უნდა იყოს, სახის კანისთვის ძლიერი დატვირთვაა, რადგან გვინდა თუ არა, ფორებს აბინძურებს, რაც აკნეს, აქერცვლას, ნაოჭებს, ღია ფორების წარმოქმნასა და სხვა პრობლემებს იწვევს. სწორედ ამიტომ, მაკიაჟი სწორად უნდა მოვიშოროთ.

მაკიაჟის სწორად მოცილებისთვის რამდენიმე ხერხს გთავაზობთ, რომლებიც არც კანს დაგიზიანებთ და პირიქით, მასზე უკეთს ზეგავლენას მოახდენს:

1. ბავშვისთვის განკუთვნილი ხელსახოცები

მაკიაჟის მოსაცილებლად ყველა სპეციალურ ბამბის ფირფიტებს ვიყენებთ და კარგ შედეგსაც ვიღებთ, მაგრამ მათ, შესაძლოა, კანი გამოგვიშრონ. ბავშვებისთვის განკუთვნილი ხელსახოცები კი კანის ჰიდრატაციას უწყობს ხელს, ნაზია და როგორც ბავშვის, ისე თქვენს კანზეც დადებითად აისახება.

2. ქოქოსის ზეთი

წყალგამძლე მაკიაჟის მიცერალური ხსნარით, რძით ან გამწმენდით მოშორება მაინც არაა ბოლომდე ეფექტური, რადგან მაკიაჟის ნარჩენები, შესაძლოა, ფორებში მაინც ჩარჩეს, ამის თავიდან ასაცილებლად კი ქოქოსის ზეთი უნდა გამოიყენოთ. ის ფორებს ღრმად გაგიწმენდთ და კანს დაგიტენიანებთ კიდეც.

3. ორთქლი

შესაძლოა, ამის შესახებ არაფერი გსმენიათ, თუმცა ორთქლი მაკიაჟის მოცილებას გაგიმარტივებთ. დადგით სუფთა წყალი გაზქურაზე და დაელოდეთ, როდის დაიწყებს აორთქლებას, რა თქმა უნდა, წყალთან ახლოს უნდა იყოთ. ორთქლი ფორებს გაგიხსნით, რის შედეგადაც მაკიაჟის ნარჩენებს მათგან უკეთ ამოიწმენდთ.

4. ბავშვის ზეთი

მას ბევრი დადებითი თვისება აქვს. როგორც ქოქოსის ზეთი, ისე ბავშვის ზეთი კანს ღრმად წმენდს და ატენიანებს.

5. რძე

უბრალოდ გამოიღეთ რძე მაცივრიდან და რამდენიმე წვეთ ნუშის წვენში აურიეთ, რამდენიმე წამში ის ბუნებრივი, უსაფრთხო და სასარგებლო მაკიაჟის მოსაცილებელი გახდება.

აუცილებელია, რძის ვარგისიანობის ვადები დაიცვათ და მაკიაჟი ბამბის ფირფიტებით მოიშოროთ.

6. კიტრი

კიტრი სახის კანის გაჯანსაღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. დააბლენდერეთ კიტრი ისე, რომ პასტის სახე მიიღოს, ნებისმიერი, ბავშვის, ქოქოსის ზეთი დაამატეთ, ბამბის ფირფიტაზე დაიტანეთ და ამ საშუალებით არამარტო მაკიაჟს მოიცილებთ, არამედ აკნეზეც იმკურნალებთ.

7. საკვები სოდა და თაფლი

მათ კომბინაციას ბევრი მოდისა და სილამაზის ბლოგერი იყენებს. აურიეთ ისინი ერთმანეთში ისე, რომ პასტის მასა მიიღოთ, შემდეგ კი სახე გაიწმინდეთ.

8. მიცერალური წყალი

თუ მაკიაჟის მოსაცილებლად სახლის პირობებში, პროდუქტების გამოყენებით პასტის ან სითხის დამზადების დრო არ გაქვთ, მაშინ მიცერალური ხსნარი ამ პრობლემას მოგიგვარებთ.

მიცერალური წყალი მიცელებისგან შედგება, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და კანს ღრმად გაგიწმენდთ.

საუკეთესო მიცერალური წყალი, Vogue-ს თქმით, ბრენდ Bioderma-სია, რომელიც საქართველოში, აფთიაქებშიც შეგიძლიათ შეიძინოთ. "ბიოდერმას" მიცერალურ წყალს, "პარიზის მოდის კვირეულის" Backstage-ში აქტიურად იყენებენ.

ასევე, Garnier-ის, L’oreal-ის, Dior-ის, Avene-ს, Lancome-ისა და Ren-ის მიცერალური წყლები მაკიაჟის მოცილებაში ძალიან დაგეხმარებათ.

Allnews.ge-ს რჩევა კი იქნება, რომ სანამ მაკიაჟის მოსაცილებელ საშუალებას შეარჩევთ, ჯერ თქვენის კანის ტიპი დაადგინეთ და ამის მიხედვით შეარჩიეთ შესაბამისი პროდუქტი.

მომზადებულია Vogue-სა და Bustle-ს მიხედვით.

myquiz