NBA All Star-ის ხმის მიცემის პროცესი დღეს დასრულდება | Allnews.Ge

NBA All Star-ის ხმის მიცემის პროცესი დღეს დასრულდება

ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრებს ხმის მიცემის უკანასკნელი შანსი აქვთ. NBA All Star-ის ხმის მიცემის პროცესი აშშ-ის დროით, 16 იანვარს, ღამის 11:59 საათზე დასრულდება. ითამაშებს თუ არა ქართველი კალათბურთელი 66-ე NBA All Star-ში, 19 იანვარს გახდება ცნობილი. პირველი თამაში ახალ ორლეანში Smoothie King Center-ში 19 თებერვალს შედგება.

რამდენია ზაზა ფაჩულიას ანაზღაურება და რა ბიზნესებს ფლობს კალათბურთელი

NBA All Star-ის გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგების მიხედით, აღმოსავლეთ კონფერენციის მოთამაშეებს შორის ლებრონ ჯეიმსი, იანის ადეტოკუნბო, კევინ ლავი, კაირი ირვინგი და დუეინ უეიდი ლიდერობენ. იმავე შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩულიამ 823.376 ხმა დააგროვა, რამაც დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებს შორის, მას მეორე ადგილი მიაკუთვნა.

ფაჩულია golden states-ის კიდევ ერთ მოთამაშეს, კევინ დურანტს ჩამორჩება.

NBA All Star-ში თამაშის მსურველთა ბედს გულშემატკივრებთან ერთად, NBA-ის უკვე არსებული მოთამაშეები და მედია სფეროს წარმომადგენლები წყვეტენ.

myquiz