5 რჩევა, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ | Allnews.Ge

5 რჩევა, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ

ყველას სურს, რომ დიდხანს იცოცხლოს, ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. ხანდახან, ამისი მიღწევა ყოველდღიური, რუტინული ქმედებებითაც შესაძლებელია.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორმა, სანჯივ ჩოპრამ კვლევა ჩაატარა და 5 ყოველდღიური საქმიანობა გამოყო, რომელთა საშუალებითაც სიცოცხლეს გავიხაგნრძლივებთ.

1. დალიეთ ყავა

"ეს სასწაულმოქმედი ნარკოტიკია", - განმარტავს ექიმი ჩოპრა. მისი თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ ყავის მომხმარებლებში მეორე ტიპის დიაბეტის, პარკინსონის დაავადებისა და ღვიძლის კიბოს რისკი მცირდება, - "უბრალოდ ძალიან ცხელს ნუ დალევთ, რადგან ამან, შესაძლოა, საყლაპავი მილის კიბო გამიუწვიოს" - გვირჩევს ექიმი.

2. ვარჯიში

ყველამ ვიცით, რომ ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, თუმცა ამისთვის დრო არ გვრჩება ან სურვილი არ გვიჩნდება, თუმცა ექიმი ჩოპრას თქმით, ვარჯიში ორგანიზმის გაჯანსაღების საუკეთესო საშუალებაა.

3. ვიტამინ D

მისი ნაკლებობა რამდენიმე ტიპის სკლეროზს, გულის შეტევასა და მეორე ტიპის დიაბეტს იწვევს. მისი მიღება ექიმის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, ამიტომ ეწვიეთ მედიკოსებს და შეიტყვეთ, განიცდით თუ არა აღნიშნული ვიტამინის ნაკლებობას.

4. მიირთვით ნიგოზი

"გულის შეტევის, პანკრეასის კიბოსა და ნაადრევი სიკვილის რისკს დღეში ერთი კაკლის მიღებით შეამცირებთ"- განმარტავს ექიმი.

ის ომეგა 3-ს, ანტიოქსიდანტებსა და B და E ვიტამინებს, ასევე მინერალებს, სელენსა და მაგეზიუმს შეიცავს.

ნიგოზი მაღალკალორიულია, ამიტომ მისი რაოდენობის კონტროლი აუცილებელია.

5. მედიტაცია

მედიატაციამ ათასწლეულებს გაუძლო და დღესაც ძალიან პოპულარულია, რადგან სტრესის შემცირების განსაკუთრებული უნარი აქვს.

"მედიტაცია ზეგავლენას როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ მდგომარეობაზე ახდენს და დღეში ორჯერ, 15 წუთის განმავლობაში მედიტაცია სტრესის შემცირებასა და გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ"- განმარტავს ექიმი ჩოპრა.

მომზადებულია Health-ის მიხედვით.

myquiz