ფინეთის მოქალაქეები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად ხელფასს მიიღებენ | Allnews.Ge

ფინეთის მოქალაქეები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად ხელფასს მიიღებენ

ფინეთი 2000 მოქალაქეს ყოველთვიურად გარანტირებულ ხელფასს უხდის. არ აქვს მნიშვნელობა მუშაობენ თუ არა ისინი.

აღნიშნული პროგრამა ექსპერიმენტულია და მის მიზანს "უნივერსალური ძირითადი შემოსავლის" პროექტის ტესტირება წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეები თვეში 560 ევროს მიიღებენ მიუხედავად მათი ქონებრივი მდგომარეობისა და დასაქმების სტატუსისა.

საბოლოო ჯამში პროექტის მიზანია, მოქალაქეები იყვნენ დაცულები იმ შემთხვევაში, თუ უმუშევრები დარჩებიან, განსაკუთრებით, ტექნოლოგიების განვითარების ფონზე.

5 მიზეზი, თუ რატომ არ იქნება ფინეთში არასდროს კორუფცია

საწყის ეტაპზე პროგრამა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ის ადამიანები, რომლებიც მასში ჩაერთვებიან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩნენ. ხოლო თანხა, რასაც ისინი სახელმწიფოსგან ყოველთვიურად მიიღებენ, არ დაიბეგრება.

პროექტის წარმატების შემთხვევაში, მასში კიდევ უფრო მეტი ფინელი ჩაერთვება.

ქვეყანა, სადაც არ არიან მიუსაფარი ბავშვები - როგორია ფინეთის განათლების სისტემა

აღნიშნული პროექტი უნიკალური არ არის. მსგავსი პროგრამა იტალიის ქალაქ ლივორნოშიც მოქმედებს, სადაც ქალაქის 100 ყველაზე ღარიბი ოჯახი თვეში 500 ევროს გარანტირებულად იღებს.

მსგავსი საპილოტე პროგრამა კანადაში, ისლანდიაში, უგანდასა და ბრაზილიაშიც მოქმედებს.

შვეიცარიის მოსახლეობამ თვიურ 2500 დოლარიან ხელფასზე უარი თქვა

myquiz