საახალწლო ტრადიციული კერძები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში | Allnews.Ge

საახალწლო ტრადიციული კერძები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. ყველა ქვეყანაში მას განსხვავებულად აღნიშნავენ, შესაბამისად, სუფრაზეც მრავალფეროვანი კერძები ხვდება.

Business Insider-ი გთავაზობთ 10 ქვეყნის განსხვავებულ საშობაო კერძებს, რომლებიც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად გვხვდება:

1. გერმანია

საშობაო სუფრისთვის ტრადიციული ხილის ნამცხვარი მზადდება, რომელსაც გლინტვეინთან ერთად მიირთმევენ.

2. ფიჯი

ადგილობრივები ბანანის ფოთოლში გახვეულ თევზს, ქათამსა და ღორის ხორცს მიწაში ქვებისგან გაკეთებულ ღუმელში აწყობენ და ასე ამზადებენ.

3. საფრანგეთი

ფრანგები შობას ზღვის პროდუქტებს ამზადებენ. მათი მთავარი კერძი კიბორჩხალას, ხამანწკებისა და ფოიეს ბალახისგან შედგება.

4. ეთიოპია

ადგილობრივები შობას კერძ Doro Wat-ს მიირთმევენ. ის მოთუშული ქათმისა და თხელი პურისგან მზადდება. მისი მირთმევა დანით ან ჩანგლით თითქმის, შეუძლებელია, რადგან ეთიოპიელები მათ თითქმის არ იყენებენ.

5. სამხრეთ აფრიკა

აქ შობა ზაფხულში დგება, ადგილობრივები კი აფრიკულ გრილზე ბატკნისა და ღორის ხორცს ამზადებენ.

6. ანტარქტიდა

დედამიწის ყველაზე მკაცრი კლიმატის მქონე ტერიტორიაზე, ადამიანები შობას ძირითადად, თავიანთ გემებში ატარებენ, ამიტომ უკვე მომზადებულ, დაკონსერვებულ ხორცსა და გაყინულ ბოსტნეულს მიირთმევენ.

7. ეგვიპტე

ეგვიპტელი ქრისტიანები შობამდე, სამი დღის განმავლობაში ვეგანურად იკვებებიან, ამიტომ ძირითადად, პომიდორს, ბრინჯსა და მსგავს პროდუქტებს მიირთმევენ.

8. ფილიპინები

საშობაო სუფრაზე, ფილიპინელები მთლიან, შემწვარ გოჭს დებენ, რომელსაც პირში ხანდახან ყვითელი ბურთი ან ყველი უდევს.

9. ისლანდია

ყოველ შობას, საღამოს ექვს საათზე, ისლანდიელები სხდებიან და სხვადასხვა სახეობის ხორცს მიირთმევენ, ერთ-ერთი მათგანი, ჩრდილოეთის ირმისგან მომზადებული კერძია.

10. არგენტინა

არგენტინელები შობას ღორის ხორცს ტუნას სოუსით მიირთმევენ. ასევე ზოგიერთ კერძს ბარბექიუს სტილშიც ამზადებენ.

myquiz